იოგა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვარჯიშის ფორმა. ბევრი მას ერთგვარ არსებობის გზას უწოდებს. ის თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს აკავშირებს. თვით სიტყვა “იოგა” სანსკრიტზე “გაერთიანებას” ნიშნავს. როდესაც თქვენ იოგით დაკავდებით თქვენს აზრებსა და თქვენს ფიზიკურ ყოფას შორის, ფაქტობრივად, არანაირი სხვაობა აღარ იქნება. თუმცა, იოგის დაწყება მანამდეც კი შეიძლება, ვიდრე იოგის ხალიჩაზე ფეხს დააბიჯებთ. ამიტომაც, სანამ მედიტაციას დაიწყებდეთ, პირველ რიგში, დააფასეთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით, დააფასეთ თქვენი სხეული და სული.
შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რასაც აკეთებთ და არ დატვირთოთ გონება ზედმეტი მოლოდინებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ, დაიწყოთ იოგა ფიზიკურად, ჩვენ გეტყვით, რომ უფრო მნიშვნელოვანი საამისოდ მენტალური მზადყოფნაა.იოგა არ ეხება მკვეთრ მოძრაობებსა და მოქნილობას, ასევე მისი მიზანი ლამაზი ფორმების ჩამოყალიბება არაა.ეს ეხება სუნთქვას, მედიტაციის საშუალებით შინაგანი ძალის პოვნას და სხეულში თავისუფლების შეგრძნების ჩამოყალიბებას იოგის ძირითადი პოზებით.ასე რომ, ნუ იდარდებთ წონის დაკლებაზე. ამის ნაცვლად, გაიგეთ, რომ იოგა არის პროცესი და ცხოვრების წესი.
დაიწყეთ: იოგის ასანებით, მაგალითად, მოსიარულე ძაღლით, ბავშვის პოზით და სავასანათი.თითოეულ პოზაში ყურადღება გაამახვილეთ იატაკზე ხელების ან ფეხების დაჭერაზე, ხერხემლის გაწელვასა და თეძოების მოდუნებაზე. თუ ამას გაითვალისწინებთ, თქვენ იმუშავებთ თითოეულ პოზაზე ზუსტად ისე, როგორც ყველაზე მონდომებული პრაქტიკოსი.
წყარო: https://www.marketer.ge/
მასალის გამოყენების პირობები