კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

0
108
#image_title

თქვენს კოსმეტიკის ნივთებში აუცილებლად უნდა იკავებდეს ადგილს კანის მოვლის უნივერსალური საშუალება – კაკაოს ნაჭრები ნაოჭების ძვირადღირებულ კრემსაც ცვლის და დერმატოლოგიურ პრობლემებსაც კურნავს.

კაკაოს თუ ადრე მხოლოდ თბილი სასმლის სახით იღებდით გაციებისას, იცოდეთ რომ მისი სამკურნალო თვისებები ამით არ მთავრდება. ნატურალური კაკაოს ზეთი მშვენივრად ატენიანებს და კვებავს კანს, აახალგაზრდავებს უჯრედებს და ებრძვის ნაოჭებს, ამცირებს ალერგიის წარმოქმნას და ანელებს დაბერების პროცესს. ზეთი ჭრილობებსაც აშუშებს და კანს ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

კაკაოს ზეთი სუფთა მდგომარეობაში იშვიათად გამოიყენება. ის შეგიძლიათ მოახმაროთ ცხიმიან და პრობლემურ კანს, ასევე აკნეს.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

კაკაოს ზეთი სახისა და სხეულისთვის

ნიღაბი მშრალი დანაოჭებული კანისთვის
აურიეთ 1 ს.კ. კაკაოს ზეთი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. სტაფილოს წვენი, კვერცხის გული და 10 წვეთი ლიმნის წვენი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე 20 წუთით, გაექეცით თვალებს შორის არსებულ წრეებს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

ნაზი სკრაბი მშრალი კანისთვის
წყლიან ჭურჭელში გახსენით 1 ს.კ. კაკაოს ზეთი. აურიეთ 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. აცალეთ გაშრობა და გამოიყენეთ როგორც სკრაბი. შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

მკვებავი კრემი
წყლიან ჭურჭელში გახსენით 2 ს.კ. კაკაოს ზეთი, 2 ს.კ. შის კარაქი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 10 წვეთი ვიტამინი E. მსუბუქად აურიეთ ნარევი და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში არაუმეტეს 30 დღისა.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

ნიღაბი შეღებილი თმისთვის
აიღეთ 2 ს.კ. მშრალი როზმარინი და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. ცოტახანი დადგით. შემდეგ გაათბეთ და აურიეთ 2 ს.კ. დამდნარი კაკაოს კარაქი და 5 წვეთი ნუშის ზეთი. მიღებული მასა დატენიანებულ თმაზე წაისვით, მთელ სიგრძეზე.

ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
აურიეთ თანაბარი რაოდენობით კაკაოს ზეთი და Burdock-ის ზეთი. დაამატეთ 5 წვეთი ნუშის, ფორთოხლის ზეთი და ვიტამინი A-სა და E-ს ხსნარი. დაიდეთ ნიღაბი თმის ძირებზე და გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. შეიკარით თმა პირსახოცით და 20-30 წთ აცალეთ. ჩამოიბანეთ შამპუნით.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

კრემი კანისთვის
გამოიყენეთ კაკაოს კარაქი ხელის და ფეხის მშრალი კანის კრემის სანაცვლოდ. კარაქის ნაჭრები წაისვით სხეულზე ბანაობის შემდეგ.

ფრჩხილების გამაგრებისთვის
აურიეთ 1 ჩ.კ. დამდნარი კაკაოს კარაქი, 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და 1 ს.კ. ლიმნის წვენი. მიღებულ მასაში გააჩერეთ თითები 15-30 წთ.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

ორსულებისთვის
იმისთვის რომ კანზე ხაზები არ გაგიჩნდეთ, კაკაოს ზეთი მუცლის არეზე დღეში 1-2 ჯერ წაისვით.

ტუჩები რომ არ გაგიშრეთ და ნაოჭები არ გაგიჩნდეთ, მოამზადეთ მკვებავი ბალზამი ტუჩებისთვის:

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

დაგჭირდებათ
  • 1 ჩ/კ კაკაოს ზეთი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 0,5 ჩ/კ თაფლი
  • 3 წვეთი ნუშის ზეთი
  • 3 წვეთი ლავანდას ზეთი

ბალზამს იყენებენ კანის პრობლემური ადგილებისთვის. კომფორტულობისთვის გამოიყენეთ ტუჩსაცხის ბოთლი ან მსგავსი კონტეინერი.

კაკაოს ზეთი გამოიყენეთ თმის შეღებვის შემდეგ

გაათბეთ ინგრედიენტები წყლიან ჭურჭლში და კარგად აურიეთ. მიეცით ფორმა და მოათავსეთ მაცივარში.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ