როგორ დავწვათ კალორიები, რა უნდა მივირთვათ თამამად

0
278
#image_title

ყველა ოცნებობს ჭამდეს და არ სუქდებოდეს. ეს რეალურად შესასრულებელი ოცნებაა, ჩვენ გასწავლით როგორ დაწვათ კალორიები

კალორიები რომ დაწვათ და თან მშიერიხ არ დარჩეთ, უბრალოდ სწორი პროდუქტები უნდა აარჩიოთ. წარმოგიდგენთ გემრიელ და სასარგებლო საკვებს, რომელიც არ გაგასუქებთ.

ესენია პროდუქტები, რომლებიც ნელა გადამუშავდება და დანაყრებულის შეგრძნებას განიჭებთ. შესაბამისად, არ მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს, იმიტომ რომ კალორიების მიღება შემცირდება.

10 ჯადოსნური პროდუქტი

მოხარშული კარტოფილი
შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს და არანაკლებ ვიტამინებსა და მკვებავ ნივთიერებებს.

 

შვრია
მას ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ, რადგანაც დანაყრების შეგრძნებას დიდხანს გიტოვებთ.

 

კვერცხი
ეს რაციონის შეუცვლელი პროდუქტია. მასში 9 ამინომჟავა შედის. კვერცხის გულში დიდი რაოდენობით მკვებავი ნივთერებაა. საუზმეზე კვერცხის მირთმევით დიდხანს არ მოგშივდებათ და დღის მანძლზე ნაკლებ კალორიას დახარჯავთ. გირჩევთ მოხარშულ კვერცხს. ასევე, შეიცავენ კარგ ქოლესტერინსა და ვიტამინ D-ს.

 

ბულიონის ტიპის სუპი
ბულიონში მოხარშული სუპი ბევრ ცილასა და წყალს შეიცავს. ეს შეხამება შიმშილის გრძნობას მოგიხსნით.

 

ვაშლი
ისინი ბევრ წყალს და ცოტა კალორიას შეიცავენ. რეგულარული გამოყენების დროს დაიკლებთ წონაში. ვაშლი ასევე ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა და მეტაბოლიზმს აჩქარებს.

 

ციტრუსები
ციტრუსებიც ბევრ წყალს და ვიტამინ C-ს შეიცავენ, ანაყრებენ და ნაკლები კალორიის მიღებაში გვეხმარებიან.
ასევე, გვმატებენ ენერგიას.

 

ქათამი
ეს ყველაზე მსუბუქი ხორცია, რომელიც ბევრ ცილას შეიცავს. მისი მეშვეობით დიდი ხნის მანძილზე არ მოგშივდებათ და მეტაბოლიზმიც აღდგება. ქათამი შეგიძლიათ ნებისმიერი სახით მიირთვათ.

 

პარკოსანი
ბარდა, ლობიო, ოსპი – მშვენიერი ცილის წყაროა. ამ პროდუქტების მიღებითაც ეფექტურად დანაყრდებით.

 

ბოსტნეული
ისევე როგორც ხილის შემთხვევაში, ბოსტნეული ბევრ წყალს შეიცავს. შეგიძლიათ ბევრი ბოსტნეული მიირთვათ და კალორიების რაოდენობა ნაკლები იქნება. არ მოასხათ მაიონეზი ან კარაქი.

 

ხაჭო
ის ცოტა კალორიას და ბევრ ცილას შეიცავს. მდიდარია B ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორით. საშუალებას გაძლევთ ზედმეტი არ მიირთვათ.

READ  როგორი ნივთები იქნება მოდაში შემოდგომაზე

 

სწორი კვების დროს შეიძლება საჭმელი გემრიელი და სასარგებლო ერთდროულად იყოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ