სიცხე, ბევრ კარგ მოვლენასთან ერთად, გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის,
კერძოდ, სახის კანი სიცხეში იცვლება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფორები ფართოვდება და ის ადვილად ბინძურდება. ამიტომ, ცხელ დღეებში დილა-საღამოს და ძილის წინ სახე საპნითა და ცივი წლით უნდა დაიბანოთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, აფთიაქში C ვიტამინის ამპულა შეიძინეთ, საღამოს, საპნით ჩამობანის შემდეგ, სუფთა სახეზე გადაისვით და დილამდე დაიტოვეთ.
ასევე, თუ გსურთ კანის პრობლემები არ შეიქმნათ, ზაფხულის მწველი მზისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
მოერიდეთ დიდხანს მზეზე ყოფნას, რადგან მზის ქვეშ გადაჭარბებულმა ყოფნამ, შეიძლება, კანის დაბერებას და დანაოჭებას შეუწყოს ხელი;
დალიეთ ბევრი წყალი, რადგან ეს არა მხოლოდ კანისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც სასარგებლოა;
თუ დღის განმავლობაში გარეთ გიწევთ ყოფნა, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება SPF 15;
ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ტუჩის კანს. ხშირად დაიტენიანოთ ის და დაიცვათ მზის დამწვრობისგან.
ზაფხულის მწველი მზისგან ხელების კანიც დაუცველია, ზედმეტად შრება და იქერცლება. ამიტომ, აუცილებელია, ყოველდღიურად წაისვათ სპეციალური ხელის კანის დამატენიანებელი კრემი. განსაკუთრებით, ყოველი ხელის დაბანის შემდეგ. ხელის დასაბანად გამოიყენეთ გლიცერინის შემცველი საპონი ან სითხე. მკვებავ კრემს კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და ხელზე თხელ ფენად წაისვით.