სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკანის სიმშრალე და მასთან დაკავშირებული პრობლემები

კანის სიმშრალე და მასთან დაკავშირებული პრობლემები

კანის სიმშრალე კანის გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების პრაქტიკაში ძალიან ხშირად იჩენს თავს. მშრალი კანი გამოირჩევა დაქვეითებული ელასტიურობით, აქერცვლით და ადვილად ღიზიანდება. სუბიექტურად პაციენტი უჩივის ქავილს, მგრძნობელობის მომატებას.კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი ჰიდროლიპიდური დისბალანსია, რომელიც კანის ზედა შრის ანუ ეპიდერმისის რქოვანა შრეში იჩენს თავს.

კანის აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევის,  (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია),სისხლის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების, ონკოლოგიური პრობლემების და ვიტამინების ნაკლებობის გამოვლინებაც იყოს.  კანის ზოგიერთი დაავადება  ( ფსორიაზი, დერმატიტი, იქტოზი) ასევე კანის სიმშრალით ხასიათდება.

გარდა ამისა,  გამომწვევ მიზეზებს შორის საყურადღებოა  კანის არასწორი მოვლა, არასასურველი კლიმატური პირობები – ძალიან მშრალი ჰავა, მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა, კონდიცირება, ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ჭარბი მოხმარება, ჰაერის ტენიანობა, მზის სხივების არადოზირებული გამოყენება, განსაკუთრებით კანის სიმშრალისადმი გენეტიკურად მიდრეკილ პირებში, დროის სარტყლების არევა, ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა.

კლინიკურად კანის სიმშრალე ვლინდება: აქერცვლით, ნაპრალებით, რომლის შედეგად ვითარდება ქავილი , დაჭიმვის შეგრძნებით. მომატებულია მგრძნობელობა გარემოს ფაქტორებისადმი (ტემპერატურა, წყლის პროცედურები, კოსმეტიკური საშუალებები და სხვ.).

გარდა კანის მოვლის სპეციალური საშუალებებისა(გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებები), დიდი მნიშვენლობა აქვს ზოგიერთი ჰიგიენური პრინციპების დაცვას, როგორიცაა:

  • სითხეების მიღება – ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა მივიღოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
  • არ შეიძლება ძალიან ცხელი წყლით დაბანა.
  • უნდა გამოვიყენოთ საპონი ნეიტრალური pH-ით.
  • ბანაობის შემდეგ კანი უნდა შემშრალდეს ნაზად.
  • ასევე უნდა მოვერიდოთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
  • საკვები რაციონის გამდიდრება მარცვლეული კულტურით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.

წყარო: https://evex.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის...“
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
უცნობი თბილისი – ნაკლებად ცნობილი ისტორიული ადგილები

უცნობი თბილისი – ნაკლებად ცნობილი ისტორიული ადგილები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები