თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა

0
151
#image_title

შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე მზრუნველი და პასუხისმგებლიანი კატის პატრონებიც კი უშვებენ შეცდომებს მათი მოვლისას,

კატა ძალიან თბილი და დადებითი ენერგეტიკის მატარებელი შინაური ცხოველია. თუმცა შეიძლება აქაც გაჩნდეს პრობლემები,  ყველაფერი მარტივი დაიგნორებით იწყება.

1. მათ ჯამში საჭმლის დატოვება

თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა | შენი სილამაზე

დაკავებული პატრონებისთვის ძალიან კომფორტულია გაავსონ კატის საკვები ჯამი მთლიანად და მთელი დღე თავის თავს მიხედონ. მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება ცხოველის ჭამის გრაფიკს ზიანს მიაყენებს, მან შესაძლოა მეტის მირთმევა დაიწყოს და გადაჭარბება მოუვიდეს. სიმსუქნე დამატებით ჯანმრთელობის პრობლემებს წარმოქმნის.

2. შემოწმებაზე იშვიათად მიყვანა

თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა | შენი სილამაზე

თუ ერთი შეხედვით თქვენი კატა კარგად გამოიყურება და ავადმყოფობის არანაირი ნიშნები არ აქვს, ვეტერინართან შემოწმებისა და ტესტისთვის მაინც უნდა მიიყვანოთ. ეს დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ნებისმიერი პოტენციური ფარული სიგნალი, რომელიც დაავადების მოახლოებას მოასწავებს და მკურნალობის დაწყება სჭირდება.

3. ზედმეტ წონაზე თვალის დახუჭვა

თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა | შენი სილამაზე

ზოგიერთი პატრონი თვლის, რომ კატები საყვარლები არიან და მძიმეწონიანები უნდა იყვნენ. მაგრამ, ზედმეტმა წონამ შეიძლება ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა წამოშრას. ზომიერი კვება და აქტიური თამაშები ცხოველის კარგ ფორმას და ჯანმრთელობას განაპირობებს.

4.ქცევითი ცვლილებების დაიგნორება

თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა | შენი სილამაზე

თუ მისი მადიანობა შეიცვალა, ყველასგან დამალვა დაიწყო ან აღარ კნავის, სჯობს, რომ ექიმს გაასინჯოთ. კატები ჩუმი ქმნილებები არიან და შეიძლება არ აჩვენონ თუ რამე უჭირთ. ამიტომაც მათთვის დამახასიათებელი ჩვევების ცვლილებას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

5. ტუალეტის გაუსუფთავებელ მდგომარეობაში დატოვება

თუ გყავთ კატა არ დაუშვათ ასეთი შეცდომა | შენი სილამაზე

კატები ზედმეტად ჰიგიენური ცხოველები არიან. მათ არ მოსწონთ საკუთარი საქმის ჭუჭყიან და სუნიან ყუთში კეთება. თუ დიდიხანია არ შეგიცვლიათ მისი საგები, შეიძლება კატამ ბუნებრივი მოთხოვნილებები დიდხანს შეიკავოს და დააიგნოროს, რაც მის ჯანმრთელობას გააუარესებს.

გახსოვდეთ: თქვენ სამუდამოდ ხდებით პასუხისმგებელი იმისთვის, რაც მიიჩვიეთ!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ