რას კითხულობს კიანუ რივზი – მსახიობის ფავორიტი წიგნების სია
კიანუ რივზი გამორჩეული მსახიობია. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა და უამრავი მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. მსახიობი შემოქმედებითად კვლავ აქტიურია, მისი მონაწილეობით პროექტები კი ძალიან წარმატებული.
კიანუ რივზი გულშემატკივრებს არა მხოლოდ სამსახიობო შესრულების, არამედ საკუთარი ცხოვრების სტილითაც განსაკუთრებით უყვართ. მსახიობი ყოველთვის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა და ვარსკვლავური დიდებით არასდროს სარგებლობდა. ფანები კი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ კიანუ უშუალო, თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
რივზი არა მხოლოდ შესანიშნავი მსახიობი, არამედ კარგი მწერალიცაა. ახლა მსახიობი ახალ წიგნს წერს, რომელზე მუშაობაც, როგორც თავად ამბობს, სიკვდილზე ფიქრმა დააწყებინა. იქამდე მსახიობმა არაერთი კომიქსი შექმნა და მკითხველს თავი განსხვავებულ ამპლუაში გააცნო.
კიანუ რივზი კარგ მწერალთან ერთად ასევე შესანიშნავი მკითხველიცაა. მან ფანების შეკითხვას, თუ რომელია მისი ფავორიტი წიგნები, არაერთხელ უპასუხა და ჩამოთვალა ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებმაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
კიანუ რივზი და მისი ფავორიტი წიგნების სია ასეთია:
“ბეჭდების მბრძანებელი”, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
“ღრუბლების ატლასი”, დევიდ მიჩელი
“გრაფი მონტე-კრისტო”, ალექსანდრ დიუმა
“დაკარგული დროის ძიებაში”, მარსელ პრუსტი
“ძმები კარამაზოვები”, ფიოდორ დოსტოევსკი
“კოსმოპოლისი”, დონ დელილო
ყველაფერი, რაც მჭირდება, სიყვარულია”, კლაუს კინსკი
“ჯალათი”, ალინა რეისი
.”ელემენტარული ნაწილაკები”, მიშელ უელბეკი
“მდინარე ნიაგარა”, ქეი რაიანი
“კურდღლის სერია”, ჯონ აპდაიკი.
მასალის გამოყენების პირობები