ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ გავლენას ახდენს კიტრი სახის კანზე-რჩევები კოსმეტოლოგებისგან

როგორ გავლენას ახდენს კიტრი სახის კანზე-რჩევები კოსმეტოლოგებისგან

კანის მოვლისას კიტრი ხშირად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მედიაში – შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, რომლებშიც ეს ბოსტნეული გამოიყენება სახის გასაწმენდად ან ნიღბებისთვის.

ცოტა ხნის წინ, ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები სადაც ,მასაჟისთვის იყენებდნენ გაყინულ კიტრს, რათა  კანი „გაბრწყინებული და ლამაზი“ ყოფილიყო. ეს ყველაფერი დატენიანებისთვის, გამაგრილებელ ეფექტისთვის და ანთების შემცირებისთვისაა სასარგელო.

მიუხედავად იმისა, რომ დაბალმა ფასმა და სიმარტივემ შეიძლება ადამიანები აცდუნოს კანის მოვლის ამ ვარიანტზე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაყინულმა კიტრმა შეიძლება არ გააუმჯობესოს თქვენი კანი. კიტრს შეუძლია ორგანიზმის დატენიანება, მაგრამ ასევე შეიძლება ჰქონდეს გამაღიზიანებელი გვერდითი მოვლენები.

გაყინული კიტრის ხრიკი საკმაოდ მარტივია: ადამიანების უმეტესობა უბრალოდ ჭრის ბოსტნეულს, შედებს საყინულეში და შემდეგ როლიკებით ასუფთავებს სახეს.

ყველაზე ხშირად გვესმის, რომ კიტრს შეუძლია შეამციროს შეშუპება, დაბერების ნიშნები, დაამშვიდოს მზის დამწვრობა კანზე, თავიდან აიცილოს აკნე, ატენიანებს კანს და ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას.

კიტრს აქვს მაღალი წყლის შემცველობა, ამიტომ ის ჩვეულებრივ გამოიყენება კანის დასატენიანებლად და დასამშვიდებლად. უშუალოდ მაცივრიდან აღებული გაგრილების შეგრძნება ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების შეკუმშვას და შეშუპების შემცირებას.

როგორ გავლენას ახდენს კიტრი სახის კანზე-რჩევები კოსმეტოლოგებისგან | შენი სილამაზე

კიტრის კანზე ოთახის ტემპერატურაზე დატოვება ასევე შეიძლება იყოს პრობლემა – თუმცა მას იყენებენ დამატენიანებლად, კიტრს შეუძლია კანის გაუწყლოება, თუ დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტში დარჩება. ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ კიტრი შეიძლება იყოს ბაქტერიების მატარებელი, რომელსაც შეუძლია გააღიზიანოს კანი, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილების გარშემო, როგორიცაა თვალები ან პირი. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ადამიანები მივიდნენ საავადმყოფოში ალერგიული რეაქციის გამო კიტრის სახეზე წასმისა და თვალებზე დადების გამო.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ბათუმის კადრები ვნახე, გული გამისკდა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა... წყალს გამიყოლებია ორივე...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები