აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

0
80
#image_title

ბავშვისთვის მშობელი ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანია მთელს სამყაროში. მხოლოდ საყვარელ დედებზე და მამებზეა დამოკიდებული იქნება თუ არა პატარა წარმატებული, ჰუმანური, ბედნიერი და ჯანმრთელი. ექიმი კომაროვსკი და მისი რჩევები მშობლებს 

კომაროვსკი ბევრი მშობლისთვის საკულტო ექიმია. ცნობილი პედიატრი, ექიმი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ ბავშვის ადეკვატური აღზრდისთვის მშობლები უბრალოდ ნორმალური ადამიანები უნდა იყვნენ. ის გამოყოფს 5 ნიშანს, რომელიც ასეთ მშობლებს ახასიათებს. ასეთ დროს ბავშვი საიმედო ხელშია.

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს
ადეკვატური მშობლები არამხოლოდ მონაწილეობენ შვილის ცხოვრებაში, არამედ ბავშვის საკითხებს ერთად წყვეტენ. ერთობლივად ფიქრობენ რა სჭირდება პატარას, რისი დაკლება არ შეიძლება. ინაწილებენ პასუხისმგებლობებს მოვლის საკითხში, რათა ორივემ კომფორტულად იგრძნოს თავის.

ეჭვობენ
ბოლომდე არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული. განსაკუთრებით თუ საქმე ბავშვის აღზრდას ეხება. სჯობს ეჭვობდნენ და შეცდომები დაუშვან ვიდრე პატარას აუკრძალონ მარხილზე დაჯდომა, იმიტომ რომ ბავშვობაში თავად ჩამოვარდნენ.

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

სწავლობენ
შეუძლებელია ყველაფერი იცოდე, უნდა დასვა კითხვები და ისწავლო საკუთარ შეცდომებზე – ეს გამოცდილი მშობლებისთვისაც კი ნორმალურია. გახსოვდეთ, ყოველთვის შეიძლება რაღა უკეთ გააკეთო, ისევე როგორც გააფუჭო.

ობიექტურები არიან
წახვიდე საზოგადოებრივი აზრის ან ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ, მარტივი არაა. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ ბავშვის აღზრდაში მხოლოდ მშობლები არიან პასუხისმგებელნი. ყველა ნათესავი თუ ნაცნობი, რომელიც რჩევას იძლევა, მზად უნდა იყოს, რომ მათი რეკომენდაციები შესაძლოა მშობლებმა არ გამოიყენონ.

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

შეუძლიათ ემოციების კონტროლი
ხანდახან სიცილი გვინდება, ხანდახან ტირილი, მაგრამ ემოციური გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ცივი და ფხიზელი გონებაა საჭირო.

ექიმი კომაროვსკი ხშირად საუბრობს ზედმეტად მზრუნველ დედებზე, რომლებიც ყველგან ჰყოფენ ცხვირს და ყველგან საფრთხეს ხედავენ. ასეთი ისტერია და მოთხოვნილება გარშემო მუდამ მაქსიმალურად სტერილური გარემო იყოს, პირიქით, უფრო ხშირი ავადმყოფობის მიზეზია ბავშვებში.

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

საუკეთესო მშობლები არიან ადამიანები, რომელთა ოჯახშიც ყველა კმაყოფილია: დედაც, მამაც და ბავშვიც. იმისთვის, რომ შვილი ბაქტერიებისგან დაიცვათ, უბრალოდ აკონტროლეთ საკვების სისუფთავე, ასწავლეთ დაიბანოს ხელი ყოველ ჯერზე, როცა საპირფარეშოში შევა და მოარიდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ