ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგილამაზი ფეხები რომ გქონდეთ

ლამაზი ფეხები რომ გქონდეთ

როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას.

როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.

სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20-50%-ს ადრე თუ გვიან ვარიკოზული დაავადების ნიშნები აღმოაჩნდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების უმოძრაო წესის გამო ვარიკოზი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუმცა არც მედიცინა დგას ერთ ადგილზე – არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი ამ სენთან საბრძოლველად. მთავარია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომლებიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და თავიდან ავიცილოთ პოტენციური გართულებები.

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

ლამაზი ფეხები რომ გქონდეთ | შენი სილამაზე

ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.

რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით – ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ გაუმკლავდნენ მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები.

ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება.

ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები).

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა.

READ  „არ არსებობს კითხვა, რომ მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიმართ ნდობა...

წყარო

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი

სტრესი – კიბოს განვითარების რისკფაქტორი

მარტი 31, 2025
„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

„ბრიტიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები