სახლში მომზადებული ლიმონათი

0
177
#image_title

შემოგთავაზებთ ლიმონათს, რომელიც დამზადებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე, არის საოცრად სურნელოვანი, მომჟაო- მოტკბო გემოსი და საუკეთესოდ კლავს წყურვილს.

ლიმონათი რომ მოამზადოთ დაგჭირდებათ რამდენიმე მსხალი, ცოტაოდენი პიტნა და სულ ეს არის – ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელი მზად არის.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი მსხალი
  • 160 გ შაქარი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • რამდენიმე კუბი ყინული
  • ერთი კონა პიტნა საშუალო ზომის
  • ნახევარი ლ წყალი
  • ნახევარი ლ გაზირებული წყალი

მომზადება

  1. მსხალი გარეცხე, გაფცქვენი და ამოაჭერი გული. დაჭერი მსხვილ კუბებად და მოათავსე ქვაბში.

 

  1. პიტნა გარეცხე და ისიც ჩაყარე ქვაბში. აქვე დაამატე შაქარი და თბილი წყალი. ხელის ბლენდერის საშუალებით ინგრედიენტები აქციე პიურედ.

 

  1. ნარევი გააციე მაცივარში და შემდეგ გადაწურე. მიღებულ სითხეში ჩაწურე მთლიანი ლიმონი.

 

  1. ლიმონათის მასალა ჩაასხი შესაბამის ჭურჭელში. დაამატე ცივი გაზირებული წყალი და ყინული. შედგი მაცივარში მოხმარებამდე. სურნელოვანი და გემრიელი ლიმონათი მზად არის!

 

მსხლისა და ლიმონის ამ სასმელის მოამზადებლად შეგიძლია უფრო მეტი გაზირებული წყლის გამოყენება, მით უფრო თუ ტკბილი სასმელი არ გიყვარს. თავად დარწმუნდები, რომ მართლაც შესანიშნავი გამაგრილებელი საშუალებაა!

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ