როგორ აღინიშნება მარიამობა, ანუ ლიმრიე სვანეთში

0
80
#image_title

28 აგვისტოს საქართველოში მარიამობა აღინიშნება, რაც ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს უკავშირდება.

დღესასწაულის ტრადიცია განსაკუთრებულია სვანეთში. მარიამობას სვანები ლიმრიეობას უწოდებენ და მას ლიმრიეს ეკლესიაში, უშგულის თემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას აღნიშნავენ. დღეს ტაძარი მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენს.

როგორ აღინიშნება ლიმრიეობა (მარიამობა) უშგულში?

ძველად ლიმრიეს, როგორც სვანური ქალღვთაების დღეობები, ახალ წელსა და ადრესაგაზაფხულო პერიოდში აღინიშნებოდა ხოლმე. მის სახელზე დიასახლისი სპეციალურ კიდობანში ინახავდა საუკეთესო მარცვლის ფქვილს, რომელსაც ლიმრიეს კულტმსახურების დროს იყენებდნენ. მაგალითად, შუშხვამის ღამეს – ახალი წლის ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე, აცხობდნენ საგანგებო, შუაში გახვრეტილ, დისკოსებრ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის იყო განკუთვნილი და წლის ბოლომდე კერიის თავზე ეკიდა.

ლიმრიეს სახელობის იყო საგაზაფხულო დღეობა – ლილაშუნე-თესლობა. ამ დღეს აცხობდნენ ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს, აწყობდნენ ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე. წ. კალოზე და ლიმრიეს სწირავდნენ. გარდა ამისა დროშა ლემი, ანუ ლომი, ერთი ვერსიით სვანებს სწორედ ლიმრიემ, იგივე დიდმა დედამ აჩუქა, რომლის ატრიბუტიც ეს ცხოველიც იყო.

დღესაც, ტრადიციულად, სვანეთში მარიამობის დღესასწაულზე ადგილობრივებთან ერთად უამრავი ადამიანი იყრის თავს. მართალია, ლიმრიეობა ძველებურად აღარ აღინიშნება, თუმცა უშგულის ტაძრის მოლოცვა, ცეკვა-სიმღერა და სუფრაზე მოლხენა ლიმრიეობის აუცილებელი ატრიბუტებია.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ლიმონის წვენი - 8 სასარგებლო თვისება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ