სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპარიზისა და მილანის მოდის კვირეულების ექსკლუზიური დეტალები - მატა ცერცვაძე

პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების ექსკლუზიური დეტალები – მატა ცერცვაძე

მატა ცერცვაძე პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების ექსკლუზიურ დეტალებზე

მატა ცერცვაძე — ბლოგერი და დიზაინერი, აქტიურად ესწრება პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს, სადაც ის ყველაზე ახლოს ეცნობა აქტუალურ ტენდენციებს და გვიზიარებს. მატა გვთავაზობს უნიკალურ ხედვას ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, რაც თანამედროვე სტილის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოდის სიახლეები, რაც მან მოამზადა, შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს მოდურ და ინდივიდუალურ სტილს მიჰყვეს.

,,ამ სეზონზე ჩემი აღმოჩენაა Taller Marmo. ბრენდის პრეზენტაცია მონტენაპოლეონეზე გაიმართა. კოლექცია 60-იანი წლებით და ცნობილი ფოტოგრაფის, სლიმ აარონის ნამუშევრების ინსპირაციით შეიქმნა. პრეზენტაციაზე მისულს, თავი ფილმის სცენარში „საუზმე ტიფანისთან“ მეგონა, რადგან ინტერიერი და სამოსიც ჰოლი გოლაითლის პერსონაჟის წვეულებაზე გაგრძნობინებდათ თავს.,, – წერს ბლოგერი

რაც შეეხება Van Noten-ის, მან თავისი ხელწერა შესანიშნავად შეინარჩუნა: აყვავებული ფერები, ტექსტურისა და პრინტების დიზაინერისეული შერწყმა, დეტალებზე ორიენტირება-ფანტასტიური კოლექცია გამოვიდა.

Victoria Beckham-ის ჩვენება „შატო დე ბაგატელეში“, პარიზში გაიმართა. ბრენდმა მყარი ადგილი დაიკავა მოდის ინდუსტრიაში. ვიქტორიამ უახლეს კოლექციაში შესანიშნავი ბალანსი დაიჭირა ელეგანტურობასა და გამბედაობას შორის.

პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების ექსკლუზიური დეტალები – მატა ცერცვაძე | შენი სილამაზე

ასევე ბევრი ახალი ბრენდი გამოჩნდა მოდის კვირეულების განრიგში და არანაკლებად კრეატიული კოლექციები წარადგინეს მეგაბრენდებთან ერთად. Bruceglen-მა მკვეთი ფერებითა და პრინტიანი კოლექცია შემოგვთავაზა, ხოლო Gianluca Capannolo-მ ქალური, ოქროსფერი -მასიური სამკაულით დატვირთული კოლექცია წარმოადგინა. Casa Preti-ს პრეზენტაციაზე არჩევნებისთვის ხმის მიცემის იმიტაცია ქონდათ მოწყობილი. Chicco Mao და Phan Dang Hoang-ის ჩვენებები „პალაცო რეალეში“ მოეწყო.

აქტუალობას არ კარგავს „Mach&Mach”-ის ფეხსეცმელები და ჩანთები, უკვე მერამდენე სეზონია, საინტერესო პრეზენტაციით წარადგენენ კოლექციებს მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში. Le Silla არის მაღალი მოდის ფეხსეცმლის ბრენდი, რომელიც ცნობილია ფემინური სტილით, არქიტექტურული ქუსლებით, გეომეტრიული ფორმებითა და ჭრილებით.

Santoni-ს ბრენდმა, რომელიც აქსესუარების ხაზითაა ცნობილი, გაზაფხული-ზაფხული 2025 წლის კოლექცია დატვირთა ოქროსფრითა და ბრინჯაოსფრით, გამოიყენა ასევე წითელი და ცისფერი. Fratelli Rossetti-ის აქსესუარებში ჭარბობდა ბორდოსფერი და მუქი ლურჯი, ასევე – კრემისფერი. Premiata-ს ახალ კოლექციაში თამამად იყო წარმოდგენილი ანიმალისტური ტექსტურა და შავთან კომბინირებული ვერცხლისფერი.

READ  “ვირთხების, ქვეწარმავლების და ვირუსების ბუდეაო” – ფხაკაძე იაშვილის კლინიკაზე

რაც შეეხება ფერებს, 2025 წლის ფერთა გამის ტენდენციები ასეთია: ყავისფერის ტონალობები, ბორდოსფერი, ნაცრისფრის გრადაციები, პასტელური ტონები, სტაფილოსფერი, ე.წ „ჭუჭყიანი ვარდისფერი“ და შავ-თეთრის კომბინაცია.

წყარო

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები