მელანომას მზისგან დამცავი კრემები იწვევს

0
17
#image_title

მიუხედავად მზისგანდამცავი კრემების გამოგონებისა, კანის კიბოს შემთხვევების რიცხვი მუდმივად იზრდება.

კალიფორნიის მეცნიერებათა დოქტორმა, ელისაბედ პლურდმა აღმოაჩინა, რომ ავთვისებიანი მელანომებისა და კანის სხვა სიმსივნური დაავადებების შემთხვევათა რიცხვი ბოლო 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მზისგანდამცავი კრემების გამოყენების მიუხედავად.

ეს იმიტომ, რომ კრემები შეიცავს კანცეროგენებსა და ჰორმონალურ ფონზე უარყოფითად მოქმედ ქიმიურ ნივთიერებებს.

რატომ ვენდობით ასე ძალიან მზისგან დამცავ კრემებს? რატომ გვეუბნებიან, რომ მათ გარეშე არ შეიძლება ქუჩაში გასვლა? როგორ ვცხოვრობდით ათასწლეულების მანძილზე, სანამ მას გამოიგონებდნენ? მზე ხომ სიცოცხლის წყარო კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდანვე იყო.

არის თუ არა მზე მავნებელი?

როგორც აღმოჩნდა, მზის მავნებლობა მითია. პირველ რიგში, იგი ჩვენ გვკვებავს. ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოკვლევა შვედეთის კაროლინის სახელობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 2014 წელს. ამ კვლევით დადგინდა, რომ იმ ქალბატონთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლებიც მზის აბაზანებზე უარს ამბობდნენ, ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ყოველდღიური რუჯის მოყვარული ქალბატონებისა. ისინი 20 წლის მანძილზე 30 000 ქალბატონს აკვირდებოდნენ!

მზის შეუსწავლელი სხივები

ჩვენ ხშირად გვესმის მზის სხივების სხვადასხვა ტიპების შესახებ. მზის დამწვრობებისა და ისეთი დაავადებების გამოწვევის ძირითადი მიზეზი, როგორიცაა ბრტყელუჯრედიანი კარცინომა, ულტრაიისფერი B-სხივებია(UVB).

ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მზისგან დამცავ ფაქტორს წარმოქმნის, თავის საერთო მასაში მიმართულია UVB-სხივების ბლოკირებისაკენ. თუმცა, ულტრაიისფერი А – სხივები(UVA) კანის ღრმა ფენებში აღწევს და უფრო რთულად იბლოკება.

მეცნიერებისთვის UVA-სხივების გავლენა ნაკლებად ცნობილია და ისინი, შესაძლოა, რამდენჯერმე უფრო საშიში აღმოჩნდეს.

უსაფრთხოების ცრუ გრძნობა

კრემის SPF-ფაქტორი ნაკლებადაა დაკავშირებული პროდუქტის მიერ კანის UVA-სხივებისგან დაცვის უნართან. მაღალი SPF-ფაქტორის შემცველი პროდუქტი ხელს უშლის UVB-სხივების მავნე ზემოქმედებას, თუმცა არ ბლოკავს მზის სხივების სხვა სახეობებს. ამიტომ, მწარმოებლები მომხმარებლებს აბნევენ – ეს უკანასკნელნი კი, კრემის დაცვით გულდამშვიდებული, მზეზე უფრო დიდხანს რჩებიან და თავს მზის სხვადასხვა სხივებით იტვირთავენ.

ადამიანები თვლიან, რომ „დაცულები“ არიან და მზის აბაზანებს მათზე უფრო მეტხანს იღებენ, ვინც ზეთებისა და სხვა საშუალებებით იცავენ თავს.

შედეგად, მზისგანდამცავი კრემების მომხმარებლებში უფრო დიდი ალბათობაა მელანომისა და კანის სხვა დაავადებების გაჩენისა.

ფილიპ აუტიემ, მეცნიერმა, რომელიც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობდა, ჩაატარა მზის სხივებისადმი მიძღვნილი მრავალი კვლევა.

იგი თვლის, რომ მაღალი SPF-ის შემცველი პროდუქტები „ცვლის ბუნებრივ ინსოლაციას“ და მელანომის გაჩენასაც უწყობს ხელს.

მეტი ქიმია

მაღალი SPF-ფაქტორის შემცველი პროდუქტები გამოსხივების დამბლოკავი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას შეიცავს, დაბალი დაცვის ფაქტორის კრემთან ან ნატურალურ ზეთებთან შედარებით. ამ ნივთიერებების გარკვეული ნაწილი, კანში ღრმად შეღწევის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათ შეუძლიათ კანის ქსოვილების დაზიანება, ჰორმონალური ფონის დარღვევა და კანის ალერგიული რეაქციების გამოწვევა. და მაინც, ისინი ამცირებენ კანის კიბოს რისკს, ამიტომაც დამატებითი ქიმიური ზემოქმედება, შესაძლოა, გამართლდეს კიდევაც.

ნუ მოატყუებთ ბუნებას

რაც უფრო მეტს ცდილობს კაცობრიობა ბუნების მოტყუებას ქიმიური საშუალებებით, მით უფრო ხშირად ჩნდება კიბო და სხვა დაავადებები. ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო მარტივია, ვიდრე გეჩვენებათ. ადამიანებისთვის აუცილებელია ინსოლაცია ინტენსიური ქიმიური ბარიერის გარეშე.

გაირუჯეთ ზომიერად და ნუ დახარჯავთ ფულს მაღალი სპფ-ფაქტორის შემცველ კრემებზე. საშუალო დაცვა სრულებით საკმარისია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ