სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს

როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს

დღესდღეობით ასაკთან ბრძოლა უფრო გამარტივებულია

და ბევრი შესაძლებლობა არსებობს ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდნენ.

 

მიმიკური ნაოჭებია: თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის არსებული ნაოჭები (ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.

დღეისთვის, არაქირურგიული ჩარევის გზით მიმიკური ნაოჭების კორექციისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდი არის ბოტულოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი) ინექციები, ასევე შუბლზე არსებული ღრმა ნაოჭები შესაძლებელია ამოივსოს ფილერის საშუალებით.

ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია (ინგ. filler – შემავსებელი). ფილერის საშუალებით შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ–ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები…).

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.

როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს | შენი სილამაზე

 

ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული – დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტის ხანგრძლივობა, საშუალოდ 12-14 თვეა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში – კოვიდის ახალი ვარიანტი…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები