მის საფრანგეთი” 34 წლის ბორტგამცილებელი გახდა – კონკურსის ისტორიაში ის ყველაზე “ხანდაზმული” გამარჯვებულია
მის საფრანგეთი 2024, 34 წლის ბორტგამცილებელი ანჟელიკა ანგარნი-ფილოპონი გახდა.
კონკურსის ისტორიაში ის ყველაზე “ხანდაზმული” გამარჯვებულია. ფილოპონიმ მონაწილეობის მიღება კონკურსში მას შემდეგ შეძლო, რაც ორგანიზატორებმა ასაკობრივი ზღვარი შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ “მის საფრანგეთის” გამარჯვებული გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიდერლანდებში სილამაზის კონკურსი გაუქმდა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებას წარმატებულ ქალებსა და მათ ისტორიებს დაუთმობენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები