მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც საზოგადოებამ ერთ- ერთი სერიალიდან გაიცნო, სადაც საკმაოდ კომიკურ როლს ასრულებდა ამ ბოლო დროს ხშირად ხდება კრიტიკის საგანი.
ნანუკა გულუა ხშირად საუბრობს პირად ცხოვრებაზე ღიად. რაც საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი, ანდა გასაქილიკებელი აღმოჩნდა.
ამჯერად ნანუკა გულუას გამომწერები მეოთხე შვილის ყოლაზე ეკითხებიან, კითხვას ინტერნეტ სივრცეშივე საკმაოდ გულახდილად პასუხობს მსახიობი.
,,ვაპირებდი და, რა თქმა უნდა, კახუნასაც ძალიან უნდა. მეოთხესაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც. ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცემს, იმდენ შვილს გავაჩენ-მეთქი. მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, დიდი ტკივილები გადავიტანე და შესაბამისად, მეთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ” – ამბობს ნანუკა გულუა.
ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით.
ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა და ირაკლი ჰყავთ, ხოლო მესამე შვილს ახლა ელოდებიან. ნანუკა თავად ხშირად აღნიშნავს, რომ მის ასაკში დედობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გრძნობაა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi