მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2025 დასრულდა. ფესტივალი უკვე მე-16 წელია იმართება,
მუსიკალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მთავარი სცენა მხოლოდ ქართველ შემსრულებლებს მასპინძლობდა.
ფესტივალმა სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის ქართველი შემსრულებლები გააერთიანა. ბენდებთან ერთად, სცენაზე იდგნენ ლეგენდარული მომღერლები – ნანი ბრეგვაძე და გიული ჩოხელი.
მსმენელებმა მსოფლიო ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან და ჯგუფ “მწვანე ოთახთან” ერთად იმღერეს.
Open Air – ის სცენაზე ქართველი მსმენელის წინაშე, ნანი ბრეგვაძემ და Kordz-იმ ახალი დუეტი წარადგინეს. ეროვნულმა ანსამბლმა “სუხიშვილებმა” კი მაყურებლის წინაშე ხორუმი იცეკვეს.
მრავალფეროვანი იყო დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებიც. ფესტივალს მასპინძლობდნენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართველი მეღვინეები, თბილისის წიგნის ასოციაცია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi