როგორ მოვიშოროთ მუცელი მშობიარობის შემდეგ

0
70
#image_title

ბავშვის დაბადება ამაღელვებელია, თუმცა ეს გრძნობები შეიძლება დაჩრდილოს  სტრიების გაჩენამ ასევე დიდი პრობლემაა დარჩენილი მუცელი.

მუცელი მშობიარობის შემდეგ კარგავს ელასტიურობას და საკმაოდ არამიმზიდველია.

მშობიარობიდან პირველი 40 დღის განმავლობაში ქალის ორგანიზმი თავისთავად აღდგება: საშვილოსნო და საშოს კედლები იკუმშება და იწყება მუცლის ქსოვილების რეგენერაციის პროცესი. ამ პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია სპორტული აქტივობები. სპორტთან დაკავშირებული რეკომენდაციების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, საშვილოსნოს პროლაფსი, საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ნაკერების გახსნა.

ფორმების ნორმალიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია წონის დაკლების სიჩქარე. წონის სწრაფი დაკლებით, სტრიების გაჩენის ალბათობა იზრდება. დაჭიმვის ინტენსივობაზე მოქმედებს მუცლის კუნთების მდგომარეობა, გენეტიკური მაჩვენებლები და ორსულობისას მომატებული კილოგრამების რაოდენობა.

კანისა და კუნთების მდგომარეობის ნორმალიზებისთვის აუცილებელია დაბალანსებული დიეტა, ფიზიკური აქტივობა და სხვა მანიპულაციები, რომლებიც ატონიზირებენ კანს და კუნთებს.

ფიზიკური აქტივობა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. რეგულარული ვარჯიში საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ კუნთოვანი ქსოვილის გაძლიერებას და აღადგინოთ დაჭიმული კანის ელასტიკურობა. ვარჯიში გავლენას ახდენს სამ პრობლემაზე:

ჭარბ კანქვეშა ცხიმზე; დასუსტებული მუცლის კუნთებზე; მოშვებულ კანზე.

ორსულობის დროს მუცლისა და საშვილოსნოს კუნთები იჭიმება. ბანდაჟის ტარება ასწორებს პრობლემურ უბნებს, აღადგენს მუცლის კუნთების ტონუსს, ხელს უშლის სტრიების გაჩენას, ამცირებს ზურგის ტკივილს ხერხემლის დატვირთვის შემცირებით.

უპირველეს ყოვლისა, მშობიარობის შემდგომ სხეულის ფორმების კორექციისთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა. ის უნდა შეიცავდეს ცხიმის მინიმალურ რაოდენობას, მნიშვნელოვანია ცილებისა და ნახშირწყლების მიღების დაბალანსება, ასევე ორგანიზმის გამდიდრება ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.

მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მუცლისა და წელის მოცულობა, ასევე გააუმჯობესოს საჭმლის მონელება. რეკომენდებულია ლიმფოდრენაჟის მასაჟიც. დადებითი დინამიკა მასაჟის კურსის შემდეგ შეიმჩნევა ქსოვილების ელასტიკურობის აღდგენაში, კანის გაძლიერებასა და განახლებაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ