როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

0
40
#image_title

ნებისმიერ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს მშრალი კანი. მთავარი კითხვაა როგორ მოვუაროთ მშრალ კანს? 

მშრალ კანს დახმარება სჭირდება, გამომშრალი ხდება მაშინ როდესაც ის კარგავს წყალს. კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზია: ასაკი: ასაკთან ერთად კანი ხდება თხელი და უფრო მშრალი. 40 წლის ასაკისთვის კი ბევრ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად კანის დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

ერთერთი მიზეზია კანის დაავადებები: ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომელთაც აქვთ  ატოპიური დერმატიტი. ფსორიაზი ასევე იწვევს მშრალი კანის განვითარებას.

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში? 

რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება აცლის თქვენს სხეულს ბუნებრივ ბარიერს, ეს ბარიერი კი ეხმარება კანს წყლის შეკავებაში, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ტენიანობას. ასე რომ შეამცირეთ ტემპერატურა და არ გაჩერდეთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია აბაზანის მიღების ხანგრძლივობის გათვალისწინებაც. ისინი ვინც მიდრეკილნი არიან კანის სიმშრალისკენ დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებობდეს 5-10 წთ-ს, იმისთვის რომ კანი ზედმეტად არ დალბეს.

კანის მოვლა იწყება კანის დაბანით. თუ გაქვთ მშრალი კანი მოერიდეთ ჩვეულებრივ საპნებსა და უხეშ საწმენდ საშუალებებს. საპნის საშუალო pH დონე არის 9-დან 10-მდე. კანის ნორმალური pH დონე კი 4-დან 5-მდე მერყეობს. ამ განსხვავებების გამო საპონს შეუძლია თქვენი კანის pH დონე გაზარდოს არასასურველ ზღვრამდე და გამოიწვიოს ან გააღმაოს კანის სიმშრალე.

გაპარსვამ შესაძლოა გააღიზიანოს მშრალი კანი, ასევე გაპარსვის დროს არასასურველ თმასთან ერთად კანს აცლით ბუნებრივ ზეთს. გაპარსვისთვის საუკეთესო დროა შხაპის შემდგომი პერიოდი. თმა უფრო რბილი და დამყოლია. ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი კრემი ან გელი, გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანება. საპარსის პირი შეცვალეთ 5 ან 7 გაპარსვის შემდეგ. დაბლაგვებულ საპარსის პირს შეუძლია გამოიწვიოს დამატებითი კანის გაღიზიანება.

რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის შერჩევისას მის შემადგენლობაში შედიოდეს ცერამიდები, შის კარაქი, სტეარინის მჟავა, გლიცერინი.

• დაიბანეთ ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი გამწმენდით

• შეიმშრალეთ პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.

• დამატენინებელი დაიტანეთ ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.

• დაიტენიანეთ ხელები ყოველი დაბანის შემდეგ,რათა აორთქლებულმა წყალმა კიდევ უფრო მეტი ტენიანობის დაკარგვა არ გამოიწვიოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ