უელსის პრინცესას, მომავალ დედოფალს ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სამეფო ოჯახის წევრმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და მისი რამდენიმეთვიანი გაუჩინარება სამწუხარო დიაგნოზით ახსნა:
”ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ჩემს მიმართ მხარდაჭერა გამოტახა. გასული თვეები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, მე მჭირდებოდა გარკვეული პერიოდი ქიმიოთერაპიამდე მოსამზადებლად. მჭირდებოდა დრო, რომ საკუთარი შვილებისთვის მეთქვა რა ხდებოდა და დამემშვიდებინა ისინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რის გამოც მადლობას ვუხდი ერთ-ერთ საუკეთესო მედ პერსონალს. მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით ებრძვიან ამ დაავადებას, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ დავკარგოთ რწმენა და ძალა”.
მიმართვის გავრცელებამდე ქეით მიდლტონს ბოლო საჯარო ვიზიტი 2023 წლის 25 დეკემბერს, მეუღლესთან, პრინც უილიამთან და შვილებთან ერთად, შობის დღესასწაულზე ჰქონდა. 16 იანვარს ქეითმა მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა კონკრეტულად რის გამო ჩატარდა ეს ოპერაცია, ცნობილი არაა. ქეით მიდლტონი იანვრის ბოლოს ექიმებმა საავადმყოფოდან გამოწერეს და მკურნალობას სახლში გადიოდა.
წყარო:https://okmagazine.ge
მასალის გამოყენების პირობები