მედიაჰოლდინგი “შენი” ესაუბრა ხელოვანსა და დიზაინერს ნატალია კლდიაშვილს _ რომლის ნამუშევრებს ხვდა პატივი და გამოფენილი იქნა ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არტშოუ -მაიამი არტბაზელში. მის ნამუშევრებში ძველი და ახალი ნივთები, ევროპული და აზიური კულტურა ერწყმის ერთმანეთს. თუ რა გზა გაიარა საყოველთაო აღიარებამდე დიზაინერმა, ამას ინტერვიუში გაეცნობით.
– ვინ არის ნატალია კლდიაშვილი?
_ნატალია კლდიაშვილი არის “თვითგანვითარებადი სისტემა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია.” (გ. გურჯიევი) ადამიანი, ხელოვანი, დედა, მეგობარი და შვილი. საზოგადოება კი ჩემს შემოქმედებას უფრო იცნობს ვიდრე ამ ნამუშევრების ავტორს.
_რას ქმნით? გვიამბეთ თქვნეს ნამუშევრებზე…
_მთელი ჩემი შემოქმედება არის ევროპის და აზიის მიქსი. რომელიც სხვა და სხვა მასალით იქმნება. ეს არის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. მეტალი, ქვები, ათასი საგანი დეტალი და ისეთი, ნივთი რომელსაც ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება იყოს ჩადებული ნამუშევარში. ეს ინსტალაიცები ძირითადად შედგება ძველი და ახალი ნივთებისგან, იმიტომ რომ მინდა ეს სხვადასხვა პერიოდის და ენერგეტიკის მატარებლები საგნები და ნივთები გავაერთიანო და მივიღო საინტერესო სურათი. საბოლოოდ ვიღებ მართლა საინტერესო სურათს.
_როგორ დაიწყო ყველაფერი? და საიდან გაჩნდა იდეა?
_ყველაფერი დაიწყო ძალიან ბანალურად. ზღვიდან ყველას ჩამოაქვს სხვადასხვა ნივთები. ვაგროვებთ ნიჟარას, ქვას, კენჭებს. მეც სხვადასხვა ფერის კენჭები მოვაგროვე და ჩამოვიტანე. მინდოდა გამერეცხა და მომეწესრიგებინა. დავყარე მაგიდაზე და ვეღარ მოვწყდი. დავინახე რაღაც სურათი და გადავწყვიტე რომ ეს სურათი გადამეტანა მყარ დისკზე. რომელზეც დავიწყე დაწებება. მოზაიკურად აწყობა. რაც რამე მქონდა სარკის ნატეხი. წიწიბურა, ბრინჯი. კიდევ რამე რომ მქონოდა იმასაც ვიხმარდი. იმდენად მინდოდა მრავალფეროვნება შემეტანა. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. რა იყო მაშინ ვერ ვხვდებოდი.მოგვიანებით გავიგე.
_რამდენად რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრება?
_რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე მოხვედრა. ეს არის წარმოუდგენელი. სტატისტიკა ზოგადად ასეთია 20 მილიონი მხატვარი და 5-6 მაქსიმუმ 10 გალერისტი. მე გამიმართლა მე შემხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი , ჩემი დიდი მეგობარი დევიდ დათუნა.(ამერიკელი ხელოვანი, წაროშობით საქართველოდან) აწ გარდაცვლილი. რომელმაც ნახა ჩემი გამოფენა- ინსტალაცია ძალიან მოეწონა. მითხრა რომ 9 თვეში მე მოვხვდებოდი საკმაოდ პრესტიჟულ ცნობილ გამოფენებზე არტჰემტომი. შემდგემ არტბაზელი. წარმოუდგენელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ალბათ უნდა მომხდარიყო.ეს არის იღბალი. შეიძლება ითქვას.
მთავარ რამეს ვეტყვი ყველას. არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. დიდ მუშაობას ყოველთვის მოაქვს წარმატება.
_უკმაყოფილო კლიენტი თუ გყოლიათ?
_ კლიენტები არ მყავს. მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც თვითონ მოდიან ამ ნამუშევართან და იციან რომ ეს ნამუშევარი მისთვის არის შექმნილი ასე ვუწოდებდი ჩემს თბილ, ტკბილ და არაჩვეუელებრივ აუდიტორიას. სხვანაირად ვეკიდები ამას იმიტომ რომ ეს არის ენერგიების გაცვლა ადამიანებს შორის.
_ორიოდე სიტყვა მსოფლიოში უკვე ბრენდად ქცეულ თქვენს მიერ გაფორმებულ მინიატურულ ვეფხისტყაოსანზეც რომ მითხრათ.
_ ეს იყო უნიკალური ისტორია.შემთხვევით აღმოვაჩინე გამომცემლობა ,,მინიატურა’ რომელიც ეძებდა დიზაინერს. ისეთი ტანდემი მოხდა ჩვენს შორის. რომელიც ზევით იყო დაწერილი. მე ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა კოლექცია. ბგერის ვიზუალიზაცია გაკეთებული, ინსტრუმენტები გიტარები და ა.აშ
მინდოდა სიტყვის ვიზუალიზაცია გამეკეთებინა, ვეძებდი ნაწარმოებს, რაღაც განსკაუთრებულს და უცებ ვიპოვე უნიკალური გამომცემლობა ,,მინიატურა.” მადლობა მას. იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სულია. ჩემ გულსა და სულს ვამკობ შემდეგ ნაწარმოებში ნახსენები ქვებით. არცერთი არასოდეს არ მეორდება და ყველა არის თავისებურად უნიკალური.
_სამომავლო გეგმები?
_რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. გეგმა მაქვს, წლებია გამოფენა არ გამიკეთებია . ძალიან დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფერს. ახლა უკვე მზად ვარ იმიტომ რომ რამოდენიმე კოლექცია მაქვს გამოსატანი. და ძალიან საინტერესო მერწმუნეთ. ვიცი რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით წავა ყველა სტუმარი ჩემი გამოფენიდან.
ყველას მინდა ვთხოვო ყურადღებით იყოს ჩემ ფეისბუქ გევრძე გამოვაქვეყნებ არ გამოგეპაროთ. იმიტომ რომ მართლა საინტერესო იქნება. ინტრიგას დავტოვებ.
ავტორი: თამარ ფიცხელაური