როგორ გავუმკლავდეთ ნახველს? 10 ეფექტური მეთოდი

0
307
#image_title

ბრონქიტი და ფილტვების ანთება შესაძლოა წლის ნებისმიერ სეზონზე დაგემართოთ.  ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გაციებისას მაშინვე აფთიაქს უნდა მივაშუროთ და ძვირადღირებული წამლები შევიძინოთ. თუმცა დავადების ჩამოყალიბებამდე უმჯობესია ხალხურ საშუალებებს მივმართოთ – იაფიცაა და უვნებელიც. გასწავლით როგორ გავუმკლავდეთ ნახველს

მოდით, გავიხსენოთ, რა ბუნებრივი საშუალებები გამოიყენება ხველების დროს, მით უფრო ნახველის არსებობის შემთხვევაში. გთავაზობთ ათ ასეთ მეთოდს.

  1. ცხელი წყალი

სვით დღეში 2-3 ჭიქა ცხელი წყალი. ის დაარბილებს სასუნთქ გზებში არსებულ ნახველს.

 

  1. მარილიანი ხსნარის გამოვლება

ერთი ჩაის კოვზი მარილი გახსენით ერთ ჭიქა  თბილ წყალში. გამოივლეთ ყელში დღეში 3-4 ჯერ.

 

  1. თბილი ლიმონიანი წყალი

თბილ ანადუღარ წყალში ჩაასხით თითო კოვზი ლიმონის წვენი და თაფლი. კარგად აურიეთ და დალიეთ დღეში 2-3 ჩაის ჭიქა.

 

  1. იმბირის ჩაი

შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ ახალი ჯინჯერის ფესვი, ან 5-6 ნაჭერი დააქუცმაცოთ და დაასხათ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გემოს გასაუმჯობესებლად სასურველია თაფლის დამატებაც. მიირთვით დღეში 2-3 ჭიქა.

 

  1. ინჰალაცია ევკალიპტის ზეთით

მდუღარე წყალში ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი და ჩაიტარეთ ორთქლით ინჰალაცია.

 

  1. ოხრახუში

კარგად დაღეჭეთ ოხრახუში, მისი წვენი ნახველს გაათხელებს და თავს უკეთესად იგრძნობთ.

 

  1. რძე კურკუმათი და პილპილით

ერთ ჭიქა მდუღარე რძეში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი კურკუმა და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი. როცა ნარევი შეგრილდება, მას დაამატეთ თაფლი გემოვნებით. კარგად აურიეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ.

 

  1. ხახვის წვენი თაფლით

ხახვი წვრილად დაჭერით და გაწურეთ. წვენს დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. მიირთვით გამზადებითანავე სრულად. შეგიძლიათ დღეში 2-3 ჯერაც.

 

  1. შავი ყავა

ამ არომატულ სასმელს შეუძლია სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება. იგი მოგგვრით შვებას. დღეში ორ ჭიქაზე მეტს ნუ მიიღებთ.

 

  1. ძირტკბილას ძირი

ერთ ცალ ძირტკბილას ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და  და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთი. გაგრილებული ნახარში მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ.

READ  რატომ არის ჩინური კომბოსტო იდეალური წონის დაკლებისთვის + 3 წარმატებული რეცეპტი.

 

გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის გავლა მაინც აუცილებელია. ხალხური საშუალებები ეფექტურია მხოლოდ საწყის ეტაპზე. გართულებული ფორმის დროს საჭირო ხდება მედიკამენტების ჩართვაც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ