პარასკევი, მაისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინინი შერმადინი -ფილერებისა და ბუნებრივად დაბერების შესახებ

ნინი შერმადინი -ფილერებისა და ბუნებრივად დაბერების შესახებ

ისეთი აღარ ვარ, როგორიც 16 ან 25 წლის ვიყავი, მაგრამ ფილერებს არ ვიკეთებ, ბუნებრივად დაბერება არ “ტეხავს” – რას პასუხობს ნინი შერმადინი კრიტიკოსებს

ნინი შერმადინი 36 წლის ხდება და კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას გულწრფელად მიმართავს.  – ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე. პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად, წელიწად-ნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია…”

რაც შეეხება საშუალებას, ის წერს რომ რიგითი ემიგრანტია და არც სული გაუყიდია ფულისთვის და არც სხეული.

მომღერლის გულწრფელობამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია. სოციალურ ქსელში წერდნენ რომ ის კარგად აღზრდილი და კარგი ადამიანია.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „მიხარია, რომ კოლეგები უფრო აქტიურად საუბრობენ ახალ ჰეპატიტზე ბავშვებში“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები