ნუკი კოშკელიშვილის ორსულობა საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც მსახიობი დარბის და ვარჯიშობს საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა.
ნუკი კოშკელიშვილი აღნიშნულ თემას, სოციალურ ქსელში, ვრცელი პოსტით ეხმაურება: ,,რამდენი კამათია ორსულობის გარშემო, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. და რეალურად პასუხი მარტივია, უნდა ჰკითხო მკურნალ ექიმს და ჩაეკითხო საკუთარ სხეულს, მეტი არაფერია საჭირო.
ვარჯიში შეიძლება??? შეიძლება კი არა და საჭიროა!!!! მაგრამ მეორე ტრიმესტრში, მაგალითად თუ არ დარბიხართ არ უნდა დაიწყოთ ორსულობაში, მაგრამ თუ დარბოდით შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ. პილატესი , იოგა, სიარული, აქტიური ცხოვრება, ყველაფერი კარგია!
მითებიც არსებობს რომელიც დასტურდება რომ ცრუ არის, მაგალითად ის რომ ქალმა არ უნდა მოიკლოს ჭამა, ეს მითია და არაა სწორი, ორსულობაში ორის სანაცვლოდ არ ვჭამთ, მხოლოდ 300-400 კალორიით მეტის მიღებაა საჭირო.
ტკბილეული არაა სასარგებლო დიდი რაოდენობით იმის და მიუხედავათ რომ გვინდება.
თევზი კვირაში მხოლოდ ერთხელ არის რეკომენდირებული
იმდენი საინტერესო ფაქტია, თუ გაინტერესებთ მეტს გაგიზიარებთ ..”
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi