ოთახის მცენარეები უფრო სწრაფად რომ გაიზარდონ -რჩევები

0
100
#image_title

ოთახის მცენარეები -ორჯერ უფრო სწრაფად რომ გაიზარდონ

ოთახის მცენარეები და მათი სწრაფად გაზრდის საიდუმლო მარტივია: მცენარეები უნდა გიყვარდეს. და არამხოლოდ მორწყა ისინი, არამედ დროულად კვებო კიდეც. როცა ყვავილი ხანგრძლივად ზის ქოთანში მხოლოდ წყალზე, მას არც წვნიანი ფოთლები ექნება და არც უხვად იყვავილებს.

 

საკვირველია, მაგრამ რძე, რომელიც შეუცვლელი პროდუქტია ჩვენთვის, მცენარეებისთვის ნამდვილი დელიკატესია. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სწორად და გამოიყენოთ რძიანი სასუქი ოთახის მცენარეებისთვის.

ოთახის მცენარეები უფრო სწრაფად რომ გაიზარდონ -რჩევები

რძიანი სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

რძიანი სასუქის თავისებურება იმაშია, რომ ის არამხოლოდ კვებავს მცენარეს მიკროელემენტებით, არამედ აჯანსაღებს ნიადაგსაც. მასში სახლდება სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა გამრავლება ხელს უშლის სოკოსა და ობის წარმოქმნას. ეს უკანასკნელები კი ანადგურებენ მცენარის ფესვთა სისტემას. ასევე ამ სასარგებლო ბაქტერიებს შეუძლიათ ვიტამინების, მინერალების, ფიტოჰორმონებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზირება, რომლებიც აუცილებელია მცენარის სიცოცხლისთვის.

ოთახის მცენარეები უფრო სწრაფად რომ გაიზარდონ -რჩევები

განსაკუთრებით რძის სასუქისგან გარდაიქმნება ოთახის ვარდები, ასპარაგუსი, ფიკუსი, გერანი, აზალია, პრიმული. ისინი უბრალოდ მდიდრული და კიდევ უფრო ლამაზი ხდება.

 

ინგრედიენტები:100 მლ ახალი რძე, ერთი ლ წყალი, სამი წვეთი იოდი

მომზადება და გამოყენება

  1. რძე და წყალი შეურიე ერთმანეთს და დაამატე იოდი. ნარევი შეანჯღრიე.
  2. კვებამდე ერთი საათით ადრე მორწყი მცენარეები სუფთა წყლით. მშრალ ნიადაგში რძიანი წყლის ჩასხმა არ შეიძლება.
  3. ქოთნის ზომის მიხედვით ჩაასხი სამი ან ექვსი ს. კ. მომზადებული სასუქი. ამ ხსნარით მორწყით ყვავილები კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ოთახის მცენარეები უფრო სწრაფად რომ გაიზარდონ -რჩევები

იგივე ნარევი შეგიძლიათ შეაფრქვიოთ მცენარეს გარედან. რძიანი წყალი ფოთლებისა და ღეროს ზედაპირზე ქმნის თხელ ფენას, რომელიც მცენარეს იცავს ყველაზე მავნე მწერებისგან: მაგალითად, ობობის ქსელისგან. ამგვარად შეგიძლიათ ებრძოლოთ ასევე მცენარის ჭრაქს. ამით თავიდან აირიდებთ ქიმიური პრეპარატების გამოყენებას.

მნიშვნელოვანია: რძიანი წყალი არ გამოდგება პალმის, კაკტუსისა და სუკულენტის გასანოყიერებლად.

 

რძიანი სასუქი უყვართ არამხოლოდ ოთახის მცენარეებს, ასევე ბოსტნეულ კულტურებსაც: პომიდორს, ბადრიჯანს, კომბოსტოს ყველა სახეობას, კიტრს. განსაკუთრებით ფასეულია რძე გაკვირტვის პერიოდში, ასე რომ, აგარაკზე წამსვლელებმა მოიმარაგეთ რძე.

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ