შვილი 18 წლის ასაკში, ორი უიღბლო ქორწინება და მძიმე არჩევანი ქმრისგან- ორნელა მუტი
ორნელა მუტი იტალიელი მსახიობია. კინოკარიერის გარდა, ასევე მუშაობდა მოდელად ზრდასრულთა ჟურნალებისთვის და ტელეწამყვანად. დღეს კი საკუთარი საიუველირო ბრენდი აქვს.
14 წლის ასაკში ორნელას და ფილმის სინჯებზე წავიდა და თან ორნელაც წაიყვანა. რეჟისორმა დომენიკო დომიანმა ორნელა აირჩია. სწორედ მან გამოუგონა გოგონას ფსევდონიმი, რომლის საშუალებითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო – ორნელა მუტი.
18 წლის ასაკში ორნელამ უცნობი მამაკაცისგან გააჩინა ქალიშვილი ნაიკე, მაგრამ ის ცოლთან დაბრუნდა, როგორც კი გოგონას ორსულობის შესახებ შეიტყო. ითვლება, რომ ეს იყო პროდიუსერი ხოსე დე კასტრო. ერთი წლის შემდეგ ორანო და მუტი დაქორწინდნენ.
1980 წელს მაყურებელმა იხილა ფილმი “The Taming of the Shrew”, რომელიც მოხვდა 250 საუკეთესო გლობალური ჰიტის სიაში IMDb-ის მიხედვით. ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი იმ დროს საზოგადოებისთვის უკვე კარგად იყვნენ ცნობილი.
ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა არა მხოლოდ მსახიობების სამშობლოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. გადაღებების დროს მსახიობებს შორის რომანი დაიწო. ორივე მათგანმა დატოვა მეუღლე და ერთად ცხოვრება დაიწყეს.
1988 წელს მსახიობის ცხოვრების პარტნიორი პროდიუსერი და ბიზნესმენი ფედერიკო ფაჩინეტი გახდა. ოჯახი ორნელას ფულით ცხოვრობდა. ქმარმა მის სახელზე სოლიდური თანხების ყალბი ჩეკები გასცა, რამაც გამოიწვია აქციონერთა სახსრების დიდი მითვისება.
1998 წელს მსახიობის თაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, რომ ორნელა მუტი იტალიელი პლასტიკური ქირურგის, სტეფანო პიკოლოს ცოლი გახდა. თუმცა 2008 წელს ისინი მეუღლეს ულტიმატუმის გამო დაშორდნენ – ქმარმა ორნელას სთხოვა არჩევანის გაკეთება მასსა და შვილებს შორის, რადგან არ სურდა საყვარელი ადამიანის გაზიარება. ორნელამ შვილები აირჩია.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები