„პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ 2023 წელს ძალიან გავააქტიურეთ ორ დიდ სახელმწიფო კლინიკაში, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისებით აღჭურვისა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი“, – აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძირითადი სამედიცინო მიმართულებები დაემატა და სერვისით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.
„ათასობით ადამიანმა სამეგრელოს რეგიონიდან უკვე მიიღო კლინიკაში მომსახურება. ასევე, ყველაზე კარგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ასეულობით ადამიანი ჩამოდის და იღებს სამედიცინო სერვისს. ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია რაც კეთდება და იქაც მძლავრად არის სახელმწიფო კლინიკა წარმოდგენილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები