ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში გამოსვლისას

„პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება“-ზურაბ აზარაშვილი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ 2023 წელს ძალიან გავააქტიურეთ ორ დიდ სახელმწიფო კლინიკაში, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისებით აღჭურვისა, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი“, – აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ძირითადი სამედიცინო მიმართულებები დაემატა და სერვისით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

„ათასობით ადამიანმა სამეგრელოს რეგიონიდან უკვე მიიღო კლინიკაში მომსახურება. ასევე, ყველაზე კარგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ასეულობით ადამიანი ჩამოდის და იღებს სამედიცინო სერვისს. ასევე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია რაც კეთდება და იქაც მძლავრად არის სახელმწიფო კლინიკა წარმოდგენილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „პანდემიამ და ასევე სხვადასხვა რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება“-ზურაბ აზარაშვილი. 6 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  "15 წლის ასაკში ხატვა დავიწყე უბრალო შავი ფანქრით, დილამდე ვხატავდი..." - ინტერვიუ ჰიპერრეალისტ მხატვარ ლაზარე გელაშვილთან
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის