ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს- ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს- ხალხური მეთოდებით

ზაფხულის დადგომასთან და გარუჯვასთან ერთად მატულობს კანის პრობლემები.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა პიგმენური ლაქები

როგორ ვებრძოლოთ მას? როგორ ვიმკურნალოთ და არა დავმალოთ ისინი

თუ პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, არსებობს მათგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება:

1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანის ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ ერთი რამ – თავდაპირველად უნდა გამოსცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.

2. ხალხური საშუალებები – ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოხცხარის და ბევრი სახვა მცენარის საფუძველზე.

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს- ხალხური მეთოდებით | შენი სილამაზე

გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.

ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.

READ  “მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო! მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში! – გიორგი ფხაკაძე

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები