ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპირადი ჰიგიენის წესები მამაკაცებისთვის

პირადი ჰიგიენის წესები მამაკაცებისთვის

აუცილებელია, 


აუცილებელია, თითოეულმა მამაკაცმა გამოიმუშაოს თავის მოვლის განსაზღვრული რიტუალი, რომელიც არ შეზღუდავს მას, მაგრამ, ამასთანავე, ყველა ჰიგიენური სტანდარტის შესაბამისი იქნება.

 

პირის ღრუს მოვლა

არცთუ იშვიათად მამაკაცებს პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი აწუხებთ. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადება იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ შესაბამისი დარგის სპეციალისტს და მისი რეკომენდაციით ჩაიტაროთ განსაზღვრული გამოკვლევები. უსიამოვნო სუნს პირის ღრუსა და კბილების მოუვლელობაც იწვევს. პირის ღრუში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია დღეში ორჯერ მაინც კბილების გახეხვა. სასურველია, ეს პროცედურა დილა-საღამოს ჩაიტაროთ.

 

სხეულის მოვლა

საიდუმლო არ არის, რომ მამაკაცები ქალებზე მეტად ოფლიანდებიან, ამიტომ ოფლის უსიამოვნო სუნი შესაძლოა პრობლემად იქცეს. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად გრძნობდეთ თავს, საჭიროა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, მიიღოთ შხაპი. ამ დროს არ არის აუცილებელი იმ დასაბანი საშუალებების გამოყენება, რომლებიც კანზე მოქმედ აგრესიულ კომპონენტებს შეიცავს – ოფლის ჩამოსაბანად საკმარისია წყლის ჭავლი. შხაპის მიღების შემდეგ აუცილებელია ანტიპერსპირანტის წასმა. ეს კოსმეტიკური საშუალება სპეციალურად იმისთვის არის დამზადებული, რომ დააქვეითოს ოფლის გამომუშავება, რაც მკვეთრად განასხვავებს მას დეზოდორანტისგან, რომელიც მხოლოდ ნიღბავს უსიამოვნო სუნს. ანტიპერსპირანტი იღლიის ფოსოების სუფთა და მშრალ კანზე უნდა წაისვათ.

 

ინტიმური ჰიგიენა

უცნაურია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა ტაბუდადებული თემაა, მის შესახებ ცოტას თუ ლაპარაკობენ. არადა, სულ ტყუილად. ინტიმური ჰიგიენის დაცვა მამაკაცის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას გვაცილებს თავიდან. სასქესო ორგანოები ყოველდღიურად – სასურველია, დილა-საღამოს – უნდა დაიბანოთ. დასაბანად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები, ისე ჩვეულებრივი საპონიც.

 

საბედნიეროდ, მამაკაცები 30-40 წელს ისე აღწევენ, რომ ექიმი არც კი ახსენდებათ. აი, 40 წელი კი ის ასაკია, როცა უროლოგთან ყოველ მიზეზგარეშე უნდა მიხვიდე, განურჩევლად იმისა, გაწუხებს თუ არა რაიმე. ესეც პირადი ჰიგიენის აუცილებელი წესია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით მამაკაცი მიიღებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. ეს შეიძლება იყოს ყოველწლიური გამოკვლევა ან ექიმთან განმეორებითი  ვიზიტი ორი თუ ხუთი წლის შემდეგ.

 

წყარო: https://mkurnali.ge/

#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა

ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები