პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგავრცელებული შეცდომები- რომელსაც ვუშვებთ ზაფხულში, კანის მოვლისას

გავრცელებული შეცდომები- რომელსაც ვუშვებთ ზაფხულში, კანის მოვლისას

მსფოლიოს წამყვანი სილამაზის ბლოგერები თანხმდებიან იმაზე, რომ საერთოდ არ არის საჭირო პლასტიკური ჩარევები, მაშინ როდესაც კანს ადრეული ასაკიდან სწორად მოვუვლით.

ნებისმიერი პრობლემის სათავე წყლის არასაკმარისი რაოდენობაა ორგანიზმში. თუ თქვენ სახის კანს კომპლექსურად უვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ შედეგისთვის მთავარი კომპონენტი მაქსიმალურად მეტი წყლის მიღებაა ზაფხულში.

25 წელს გადაცილებული გოგონები ზაფხულში ხშირად იყენებენ პროდუქტებს, რომლებიც გაჯერებულია სხვადასხვა სახის მჟავებით: ჰიალურონი,ნიაცინამიდი, სალიცილი, რეტინოლი და ა.შ.

გავრცელებული შეცდომები- რომელსაც ვუშვებთ ზაფხულში, კანის მოვლისას | შენი სილამაზე

რა თქმა უნდა მჟავებზე დაფუძვნებული პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ქიმიურ დანამატებსა და ესენციებს იდეალურია სახის კანისთვის. მაგალითად 25 წლის ასაკიდან კანის ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება რომელიც შეიცავს რეტინოლს, დაგიცავთ ნაოჭების წარმოქნისგან, კანს ბუნებრივად გლუვს გახდის და შედეგიც ყველასთვის შესამჩნევი იქნება. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯანსაღად! ჰიალურონის მჟავა კი თქვენს კანს დაეხმარება მუდმივად იყოს დატენიანებული – ჩავიდეს ქვედა შრეებში, სადაც დამატენიანებელი საცხი ცალკე ვერ აღწევს. თუმცა დერმატოლოგების გარკვეული ნაწილი ზაფხულში ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც მჯავებს შეიცავენ არ გვირჩევენ. მიზეზი მარტივია – პროდუქტები, სადაც სასარგებლო მჟავების კონცენტრაცია პროცენტულად მაღალია, შესაძოა კანზე ალერგიული რეაქცია და დამწვრობაც კი გამოიწვიოს:

თუ ზაფხულში ისეთ შრატებს იყენებთ, რომლებშიც ნიაცინამიდი, ან რეტინოლი შედის და შედეგით კმაყოფილი არ ხართ, სწრაფად უნდა ამოიღოთ მსგავსი პროდუქტები სახის მოვლის რუტინიდან და სექტემბრამდე დაემშვიდობოთ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ესეც ინდივიდუალურია, თუ ზაფხულში ამქერცლავი მჟავები თქვენს კანს პრობლემას არ უქმნის, შეგიძლიათ ღამის რუტინაში გამოიყენოთ.

არ აქვს მნიშვნელობა მშრალი კანი გაქვთ თუ ცხიმიანი. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ არავითარ შემთხვევაში გამოვიყენოთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვილი დასაბანი გელი გელი ზაფხულში. უმჯობესია თუ არჩევანს კომბინირებული ან ნორმალური კანის ტიპის გელზე შევაჩერებთ, ასე კანის გაუწყლოებას აირიდებთ თავიდან.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები