სახლში დამზადებული ნიღბები ხშირად შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, როგორებიცაა: პროდუქტები- თაფლი, იოგურტი, ავოკადო, ლიმონი, შაქარი, ზეთები და სხვ. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ შეიცავენ ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს ან სინთეზურ არომატიზატორებს, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციებისა და კანის გაღიზიანების რისკს.
პროდუქტები შეგიძლია შეარჩიოთ თავად შენი კანის ტიპისა და საჭიროებების შესაბამისად – იქნება ეს ცხიმიანი, მშრალი, შერეული თუ მგრძნობიარე კანი. მაგალითად:
მშრალი კანისთვის კარგია ავოკადო და ზეითუნის ზეთი.
ცხიმიანი კანისთვის – თიხა და ლიმონის წვენი.
მგრძნობიარე კანისთვის – იოგურტი და შვრია.
ბუნებრივი პროდუქტები ხშირად შეიცავს A, C, E ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ტონს, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უწყობენ კოლაგენის სინთეზს.
სახლში ნიღბის გაკეთება გაცილებით იაფია, ვიდრე მაღაზიაში კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. ბევრი ინგრედიენტი უკვე გვხვდება სამზარეულოში. ჩვენ დღეს სწორედ ისეთ პროდუქტებს გთავაზობთ.
ციტრუსები
ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი და ლაიმი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ კოქტეილში და ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, იცავს კანს მზისგან და ხელს უშლის პიგმენტაციას. შეგიძლიათ მიირთვათ ციტრუსები, ან სახეზე წაისვათ მათი შემცველი ნიღბები და შრატები.
მოცვი
მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანტოციანინით და ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების წინააღმდეგ ბრძოლას.
მწვანე ჩაი
ცხელი მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის ანთებას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. სასმელის გაცივებასთან ერთად, მათი რაოდენობა მცირდება.
ზაფრანის ზეთი
ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები კანის შესანიშნავი დამატენიანებელია. ზეთი თავისთავად კარგი დამარბილებელი საშუალებაა და ხელს უწყობს ჭრილობებისა და ბზარების შეხორცებას.
ზაფრანა შეიცავს ეთერზეთებს, ცხიმოვან ზეთებს, კაროტინოიდებს, გლიკოზიდებს, ლიკოპენს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას. შეიცავს B ვიტამინებს, ცვილს, თიამინს, შაქარს, აზოტოვან ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს. კალორიული შემცველობა 310 კკალ 100 გრამ პროდუქტზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi