ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითმის პროცედურები და მისი გვერდითი მოვლენები

თმის პროცედურები და მისი გვერდითი მოვლენები

 

დღესდღეობით მრავალი თმის პროცედურები არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თქვენი თმა დაიხვიოთ ან დაისწოროთ.

იქიდან გამომდიანრე, რომ ბზინვარე და მოვლილი თმა ყველა ქალის ოცნებაა, ხშირად იკეთებენ ისეთ ქიმიურ პროცედურებს, რომლებიც საკმაოდ ეფექტური, მაგრამ ამავე დროს საზიანოა.იცოდით თუ არა, რომ არა მხოლოდ პროცედურები, არამედ თმის უთოც აზიანებს თქვენს თმას და მისი ხშირი გამოყენაბა არაა რეკომენდებული.

თმის დასასწორებლად უამრავი საშუალებაა და თანდათან განვიხილოთ თითოეული მათგანი.ბრტყელი რკინაკლასიკური მეთოდი, რომლის დროსაც გაცხელებული ფირფიტები გამოიყენება თმის გასასწორებლად დაჭერით და სრიალით. ის გთავაზობთ სწორ და ლამაზ თმას,მაგრამ შეიძლება საზიანო იყოს, თუ ძალიან დიდ ხანს გაიჩერებთ თმაზე.

 

ქიმიური პროცედურა- ეს მთლიანად ცვლის თმის სტრუქტურას, რადგან შეიცავს ისეთ საშუალებებს, რომლებიც აზიანებს და ჰყოფს თმის ბოლოებს.მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა იძლევა ხანგრძლივ შედეგს, ის მოითხოვს პროფესიონალურ დონეზე თმის გაკეთებას.

 

კერატინით მკურნალობა დროებითი ვარიანტი, რომელიც იყენებს ცილაზე დაფუძნებულ ფორმულას და მთლიანად ასწორებს თმას თანაც საკმაოდ კარგად.

 

თმის დასწორების გვერდითი მოვლენები გახლავთ:სიმშრალე, მტვრევადობა, გაყოფილი ბოლოები, უსიცოცხლო თმა ბზინვარების გარეშე, თმის ცვენა, სკალპის ქავილი, მუდმივად ცვალებადითმის სტრუქტურა,ამ ყველაფერთან ერთად, თმა იზრდება ძალიან ნელა.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან თმის გასწორების გვერდითი მოვლენები?

თმის გასწორებამდე აუცილებლად წაისვით თერმო-დამცავი საშუალება, რომელიც აგარიდებთ თმის დამწვრობას.
შეეცადეთ შეზღუდოთ თმის დასწორება ყოველდღიურად, სასურველია კვირაში მხოლოდ ორჯერ დაისწოროთ თმა, რა თქმა უნდა, დაბალ ან საშუალო ტემპერატურაზე.
ნუ დაისწორებთ სველ თმას, რადგან ამ დროს თმა ყველაზე მეტადაა მიდრეკილი მტვრევადობისკენ.
გამოიყენეთ კონდიციონერი ყოველ ჯერზე დაბანისას, რადგან ის თმას ტენიანობას უნარჩუნებს.
თმის ბუნებრივად დასატენიანებლად გამოიყენეთ იოგურტის, ქოქოსის რძის, თაფლისა და ზეითუნის ზეთისგან დამზადებული ბუნებრივი ნიღბები ყოველ მეორე კვირას.

 

READ  ელენე ლოლაძე MMA-ის დაუმარცხებელი მებრძოლია, მას ბავშვობაში უნდოდა ექიმი გამოსულიყო, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisilamaze.ge

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები