პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირას ნიშნავს თვითზრუნვა -კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი , რომელიც დროებამ მოიტანა

რას ნიშნავს თვითზრუნვა -კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი , რომელიც დროებამ მოიტანა

თვით ზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება.

 

თვით ზრუნვა არ არის შენაძენი და პროცედურები. როდესაც ვამბობთ: “თავი გაინებივრე”, “თავს მოუარე” და ა.შ., ვგულისხმობთ, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე ფული უნდა დახარჯოს, რაც დროდადრო სულაც არ არის ცუდი, მაგრამ თვით ზრუნვა არ არის. არც კოსმეტოლოგიური პროცედურა და ახალი საყურის ყიდვაა თვით ზრუნვა. თვით ზრუნვა მართლა ზრუნვას გულისხმობს. თვით ზრუნვაა უკეთესი და უფრო კომფორტული (და დიახ, უფრო ძვირად ღირებული) ფეხსაცმლის შეძენა და ფეხების მუდმივ ტკივილზე უარის თქმა. თვით ზრუნვაა ოდნავ მეტის გადახდა და ჯანსაღი ლანჩის მირთმევა; თვით ზრუნვაა კბილების გაწმენდა 6 თვეში ერთხელ. ვერავითარი სალონში გასწორებული თმა ვერ ამოავსებს სიცარიელეს, ვერ მოგცემთ ენერგიას. გინდათ ენერგია? გამორთეთ ფილმი და დაიძინეთ. ძილი ყველაზე დიდი საჩუქარია.

თვით ზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება.

თუ საკუთარ თავზე ზრუნვა სხვების შევიწროებით ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ.პირიქით, სოციალური კავშირების აღდგენა თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია. თვით ზრუნვა ნიშნავს იმ ხალხთან ყოფნას, რომელიც გვზრდის, გვასწავლის, გვეხმარება და პირიქითაც – რომელსაც ჩვენ ვუდგავართ მხარში. სხვებზე ზრუნვა, ოღონდ გაცნობიერებულად, თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია.

რას ნიშნავს თვითზრუნვა -კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი , რომელიც დროებამ მოიტანა | შენი სილამაზე

თვით ზრუნვა ხშირად სიტუაციურია, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში ფსიქიკური და ფიზიკური ჰომეოსტაზის აღდგენაა.

თვით ზრუნვა მხოლოდ ქცევა არ არის, ეს განწყობაა. საკუთარ თავზე ზრუნვის მთავარი კომპონენტი არა განსაზღვრული ქცევა, არამედ შინაგანი სამყაროს მიღება. თვით ზრუნვა თვით ემპათიას ნიშნავს.

ხშირად თვით ზრუნვა სოლო აქტივობა გვგონია, მაგალითად, აბაზანის მიღება ან მედიტაცია, მაგრამ სტრესის დროს სხვებთან დაკავშირება თვით ზრუნვის აუცილებელი პირობაა. თვით ზრუნვა ნიშნავს, რომ ჩვენს სამყაროში სხვებსაც ვუშვებთ, ვუკავშირდებით დიდი ხნის წინ დაკარგულ მეგობრებს, პირადად ვხვდებით ხალხს, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტით ველაპარაკებით. დიახ, მარტო მედიტირებაც აუცილებელია, მაგრამ ჯგუფში ჩართულობაც, მიკუთვნებულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

READ  ვისაც ჰგონია, რომ აიცრება და პირბადის გამოყენება აღარ დასჭირდება, ძალიან ცდება – გიორგი ფხაკაძე

როგორ დავიწყოთ თვითზრუნვა? 

სწორი ძილი თვით ზრუნვის აუცილებელი შემადგენელია. ძილს უდიდესი გავლენა აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

მოუარეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. არსებობს ასეთი გამოთქმა: “ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ”.

ივარჯიშეთ. ესეც ისეთი რამაა, ყველამ რომ ვიცით და არ ვაკეთებთ. მეცნიერებმა კონსენსუსს მიაღწიეს – თუ საშუალოსტატისტიკური ადამიანი ხართ, ანუ თქვენი ყოველდღიურობა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ რაიმე სახის ვარჯიში.

ისწავლეთ უარის თქმა. ხშირად გვგონია, რომ ვალდებულები ვართ, ყველაფერზე დავთანხმდეთ, გვინდა თუ არა, შეგვიძლია თუ არა.

გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე მზე, ჟანგბადი, ღია სივრცე… ეს ყველაფერი ევოლუციურად გვჭირდება.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები