ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა არის ბოტოქსი და როგორ მოქმედებს ის სახის კანზე

რა არის ბოტოქსი და როგორ მოქმედებს ის სახის კანზე

ბოტოქსი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად გამოიყენება.ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება შუბლზე, წარბებს შორის, თვალის კუთხეებში.სხვა წარმოშობის ნაოჭების გადასასწორებლად გამოიყენება შემდეგი მეთოდები: კონტურული პლასტიკა, მეზოძაფებით ტრედლიფტინგი, ქიმიური ლიფტინგი და სხვა.

ჩვეულებისამებრ, ბოტოქსი შეჰყავთ მიმიკურ კუნთებში, სადაც ის დროებით ბლოკავს ნერვული იმპულსების აღქმას. ამ ბლოკადის ხარჯზე კუნთი ან მისი ნაწილი დუნდება, აღარ იკუმშება და მისგან ჩამოყალიბებული ნაოჭები სწორდება. ექიმის ოსტატობა ისაა, რომ ბოტოქსით სრულად არ გათიშოს ნაოჭების წარმომქმნელი კუნთები და მხოლოდ მომატებული ტონუსი მოხსნას – ისე, რომ არ დაირღვეს ბუნებრივი მიმიკა.ბოტულოტიქსინის ზემოქმედებით დროებით იბლოკება ნერვკუნთოვანი კავშირი. კუნთთა და ნერვული ბოჭკოები ამ დროს არ ზიანდება.

როგორ უნდა მოემზადოთ პროცედურისთვის:

  • ბოტოქსის ინექციამდე სამი დღით ადრე არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკებისა და ანტიკოაგულანტების – ასპირინის, ჰეპარინის, ფენინდიონის – მიღება.
  • ერთი დღით ადრე უარი თქვით ალკოჰოლზე.
  • პროცედურის დღეს არ არის სასურველი სპორტული თუ სხვა სახის ფიზიკური აქტივობა.

პირველი პროცედურის შემდეგ მიმიკური ნაოჭები საშუალოდ 4-6 თვით სწორდება. ამ ხნის შემდეგ ბოტოქსით ბლოკირებული ნერვკუნთოვანი კავშირები აღდგება, კუნთთა ბოჭკოები ისევ იკუმშება და ნაოჭებიც ხელახლა ჩნდება, ამიტომ შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ხელმეორედ შეყვანა. 3-5 სეანსის შემდეგ გადასწორებული ნაოჭების ეფექტი, წესისამებრ, 10-12 თვეს ძლებს.

უკუჩვენებებს რაც შეეხება, პროცედურის შემდეგ ნანემსარის ადგილას მოსალოდნელია მცირე შეშუპება და წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც მკურნალობას არ მოითხოვს – რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის.

გამორიცხული არ არის ჰიპერკორექცია – პრეპარატის ზედოზირებისას კუნთები დაგეგმილზე მეტად დუნდება. შეინიშნება ქსოვილების დაწევა, „ნიღბისებური სახე“ ან სახის ასიმეტრია.

წყარო: https://mkurnali.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები