ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა არის თმის ქიმიური დახვევა და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ

რა არის თმის ქიმიური დახვევა და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ

თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა – სწო­რი და თხე­ლი თმე­ბის სქელ, მო­ცუ­ლო­ბით და ხვე­ულ ვარ­ცხნი­ლო­ბად გა­დაქ­ცე­ვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზი, ტალ­ღო­ვა­ნი თმის ან წვრი­ლად დახ­ვე­უ­ლი კუ­ლუ­ლე­ბის ეფექ­ტის მი­ღე­ბა.

ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­სა­კე­თებ­ლად, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში უახ­ლე­სი კოს­მე­ტი­კუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს ჯან­მრთე­ლი თმის და­ზი­ა­ნე­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­შიშ­რო­ე­ბას.

თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის ფორ­მე­ბი

არ­სე­ბობს თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა. არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა გსურთ.

ტრა­დი­ცი­უ­ლი თმის დახ­ვე­ვა ხდე­ბა თმის მთელს სიგ­რძე­ზე და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ დროს ბი­გუ­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, არ­სე­ბობს ათო­ბით კონ­ფი­გუ­რა­ცია, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბი­გუ­დე­ბის ზო­მა­სა და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, აგ­რეთ­ვე სა­სურ­ველ ეფექ­ტზე:

მსხვი­ლი კუ­ლუ­ლე­ბი – ტრა­დი­ცი­უ­ლი დახ­ვე­ვის ვა­რი­ა­ცი­აა. დიდი დი­ა­მეტ­რის ბი­გუ­დე­ბი ქმნის რბილ, მსხვილ კუ­ლუ­ლებს.

რე­ვერ­სუ­ლი დახ­ვე­ვა – თმის რე­ვერ­სუ­ლი დახ­ვე­ვის­თვის იყე­ნე­ბენ ძა­ლი­ან დიდი ზო­მის ბი­გუ­დებს, რათა ვიწ­რო ხვე­უ­ლი თმა გა­და­აქ­ცი­ოს დიდ და რბილ კუ­ლუ­ლე­ბად.

თმის ძი­რებ­თან დახ­ვე­ვა – ბი­გუ­დებს ახ­ვე­ვენ თმის ძი­რებ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს, რათა მოხ­დეს გაზ­რდი­ლი თმის ძი­რე­ბის დახ­ვე­ვა და მათ­თვის მო­ცუ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა (თუ თმა მთელს სიგ­რძე­ზეა დახ­ვე­უ­ლი). რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თხე­ლი თმის­თვის.

სპი­რა­ლუ­რი დახ­ვე­ვა – ბი­გუ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თმას ახ­ვე­ვენ ვერ­ტი­კა­ლუ­რად. ასე დახ­ვე­უ­ლი თმის იერ­სა­ხე ძა­ლი­ან წა­ა­გავს შტო­პორს (კორპსაძ­რო­ბი).

ლო­კა­ლუ­რი (უზო­რუ­ლი) დახ­ვე­ვა – ბი­გუ­დე­ბის დახ­ვე­ვა ხდე­ბა თმის მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, რათა მოხ­დეს მო­ცუ­ლო­ბის და­მა­ტე­ბა იქ, სა­დაც ეს სა­ჭი­როა.

ვერ­ტი­კა­ლუ­რი დახ­ვე­ვა – თმის დახ­ვე­ვა ხდე­ბა ვერ­ტი­კა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ჩხი­რებ­ზე (საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბის მსგავ­სი). ამ დროს თმის მაქ­სი­მე­ლუ­რი სიგ­რძე უნდა იყოს მხრე­ბამ­დე.

რჩე­ვე­ბი თმის ქი­მი­ურ დახ­ვე­ვამ­დე და დახ­ვე­ვის შემ­დეგ

  • თუ გა­და­წყვი­ტეთ თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოთ პრო­ფე­სი­ო­ნალ სტი­ლისტს, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის თქვე­ნი თმის სტრუქ­ტუ­რას, მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ამის შემ­დეგ იგი მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იგი პირ­ველ რიგ­ში გირ­ჩევთ, სა­ჭი­როა თუ არა თქვენ­თვის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა და რო­მე­ლი მე­თო­დია ოპ­ტი­მა­ლუ­რი. მე­ო­რეს მხრივ, გირ­ჩევთ არ გა­ი­კე­თოთ ქი­მია, თუ თმა არ არის ჯან­მრთე­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მისი სტრუქ­ტუ­რა (ცუდი სა­ღე­ბა­ვით, წინა ქი­მი­ით, მზის სხი­ვე­ბით და ა.შ)
  • თუ თა­ვის კანი მგრძნო­ბი­ა­რე ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, უარი თქვით თმის ქი­მი­ურ დახ­ვე­ვა­ზე. დახ­ვე­ვის წინ თმა და­ი­ვარ­ცხნეთ ფრთხი­ლად, ისე, რომ არ და­ა­ზი­ა­ნოთ თა­ვის კანი.
  • თუ გრძნობთ, რომ თა­ვის კანი გეწ­ვით, მა­შინ­ვე ჩა­მო­ი­ბა­ნეთ ხსნა­რი, იგი­ვე გა­ა­კე­თეთ, თუ ხსნა­რი შემ­თხვე­ვით თვალ­ში ჩა­გი­ვი­დათ და მა­შინ­ვე მი­მარ­თეთ ექიმს.
  • თუ ცხი­მი­ა­ნი თმა გაქვთ, ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა სა­სარ­გებ­ლოც კია. იგი მსუ­ბუ­ქად გა­აშ­რობს თა­ვის კანს და ვარ­ცხნი­ლო­ბაც მომ­ხიბ­ვლე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.
  • ძა­ლი­ან თხე­ლი, ან ძა­ლი­ან სქე­ლი და ხში­რი თმის ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თხე­ლი თმა კი­დევ უფრო და­ზი­ან­დე­ბა, ხოლო სქე­ლი მე­ტად აფუვ­დე­ბა და მისი მოვ­ლა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.
  • თუ მცი­რე ეჭვი მა­ინც გაქვთ, გა­უძ­ლებს თუ არა თქვე­ნი თმა ქი­მი­ურ დახ­ვე­ვას – სცა­დეთ და გა­ი­კე­თეთ საც­დე­ლი ტეს­ტი ერთ ან ორ კუ­ლულ­ზე მა­ნამ­დე, ვიდ­რე ხსნარს მთელს თმა­ზე წა­ის­ვამთ. ამის შემ­დეგ სტი­ლის­ტი ყო­ველ 10 წუთ­ში მოხ­სნის ბი­გუდს და და­აკ­ვირ­დე­ბა, თუ რო­გორ მი­დის პრო­ცე­სი.
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ ხსნა­რი თავ­ზე იყოს ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზედ­მე­ტი რამ­დე­ნი­მე წუ­თიც კი შე­საძ­ლოა სა­ში­ში იყოს, ამი­ტომ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით, რომ სტი­ლისტს დრო არ გა­მო­ე­პა­როს.
  • ნუ ეც­დე­ბით წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი დახ­ვე­ვის გა­და­კე­თე­ბას. მარ­თა­ლია ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ არის სა­სურ­ვე­ლი. თუ თქვენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თმის დახ­ვე­ვის ან გას­წო­რე­ბის შე­დე­გით, გა­ნი­ხი­ლეთ შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტე­ბი სტი­ლის­ტთან ერ­თად, თუმ­ცა გახ­სოვ­დეთ, რომ გა­და­კე­თე­ბა შე­ი­ცავს დიდ რისკს, რომ სა­ერ­თოდ გა­ი­ფუ­ჭებთ ვარ­ცხნი­ლო­ბას.
READ  ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ შუკაკიძესთან, რომელიც საკუთარი სილამაზის საიდუმლოს გვიმხელს ✨️

თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ყვე­ლა­ზე უხე­ში ქი­მი­უ­რი მე­თო­დით დახ­ვე­უ­ლი თმის შემ­თხვე­ვა­შიც კი, შეძ­ლებთ თმის იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

წყარო: https://www.ambebi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები