ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახლავთ მაკიაჟი, თუმცა სწორი მაკიჟის გაკეთება და სახის ნაკვთების გამოყოფა არცთუ ისე მარტივია… შესაძლოა, ნაკლოვანებები დაფარვის ნაცვლად პირიქით – გამოკვეთოთ.
კარგი მაკიაჟისთვის რამდენიმე პროდუქტი არსებობს, რომელიც აუცილებელია ეტაპობრივად გადანაწილდეს სახეზე, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.
- ეტაპი- პრაიმერი. ეს არის მაკიაჟის ბაზა, რომელიც ათანაბრებს კანის რელიეფს და ამზადებს მას შემდეგი ეტაპისთვის, პრაიმერის გამოყენების შემდეგ მაკიაჟი გაცილებით კარგად ჯდება სახეზე და არ ჩამოდის დიდი ხნის განმალობაში.
- ეტაპი-ტონალური.ტონალური კრემი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროდუქტია, რომლის გარეშეც არ წარმოგვიდგენია მაკიაჟის გაკეთება. კარგი ტონალური უნდა იყოს მსუბუქი, ჰქონდეს კარგი დაფარვა და გამოიყურებოდეს ბუნებრივად, ის აუცილებლად თქვენი კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რათა კარგად დაჯდეს სახეზე ტონალური.
- ეტაპი-კონსილერი.ნამდვილად შეუცვლელი პროდუქცია, ის სრულიად ფარავს სახეზე გაჩენილ ნაკლოვანებებს, მისი საშუალებით მარტივად დაფარავთ თვალის ქვემოთ გაჩენილ სიშავეებს, სახეზე მოულოდნელად გამოსულ მუწუკებს, პიგმენტურ ლაქებს, სიწითლეებს, გაფართოებულ ფორებს, წვრილ ნაოჭებს და სხვა დეფექტებს.
- ეტაპი-პუდრა.პუდრის გამოყენება მაკიაჟის ფიქსაციის, სახიდან ზედმეტი ბზინვარების დასაფარად და ტონის კორექციისთვის გამოიყენება. მისი წასმისას გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური პუდრის ფუნჯი რათა კარგად გადანაწილდეს სახეზე.
- ეტაპი-რუმიანა.ნებისმიერი მაკიაჟის საბაზისო ნაწილია რუმიანა, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ჩანთში. მისი დახმარებით სახე იღებს მეტად ნათელ და ჯანსაღ იერს. რუმიანას გამოყენება ასევე შესაძლებელია სახის კონტურინგისთვის.
- ეტაპი-ჰაილაითერი.ბოლო წლები ყველაზე პოპულარული ‘ბიუთი პროდუქტი“, მისი დახმარებით შეგვიძლია სახის იმ ადგილებში ამონათება, რომელთა ხაზგასმაც გვსურს. ყველაზე ხშირად ქალბატონები ყვრიმალებზე ცხვირის ზედაპირზე და ზედა ტუჩის შუა ნაწილში ისვამენ.
- ეტაპი-თვალის ჩრდილების პალიტრა.ისევე როგორც ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას, ჩრდილებსაც აქვთ თავისი ნაირსახეობები,ისინი გვხვდება როგორც მბზინავი, მქრალი, ზეთოვანი, მინერალური და ფანქრის ფორმის. თვალის ჩრდილები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ჩანთაში.
- ეტაპი-ლაინერი.ბევრი გოგონასთვის ლაინერის წასმა არც ისე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რომ წვალება ამად ღირს და თუ ძალიან გეჩქარება და გსურს თავდაჯერებულად გამოიყურებოდე, უბრალოდ წაისვი ლაინერი და შეუდექი საქმეს.
- ეტაპი- ტუში.გრძელი და ხშირი წამწამები ყველა ქალის ოცნებაა. გრძელი წამწამები ჩვენს მაკიაჟს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. ამისათვის ჩვენი კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს ხარისხიანი ტუში. ასევე ტუშები შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის წაისვათ და შეუხამოთ თქვენს მაკიაჟს.
- ეტაპი-ტუჩსაცხი.აუცილებლად რამდენიმე ფერის და სტრუქტურის ტუჩსაცხი უნდა გვქონდეს, მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს წითელი, ხორცისფერი, გლუვი და მბზინავი. ტუჩსაცხი აუცილებელი პროდუქტია რათა ჩვენი მაკიაჟი დასრულებული გამოვიდეს.
ყველა ეს ეტაპი დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ ლამაზად და სრულყოფილად.ნუ გაიკეთებთ ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟს, ეცადეთ მსუბუქად გაიკეთოთ და მხოლოდ განსაკუთრებულ საღამოებზე დატვირთოთ თქვენი კანი მძიმე მაკიაჟით.
წყარო: https://ebg.ge/blog/
მასალის გამოყენების პირობები