ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარიბლოგირა არის სახის პილინგი და როდის უნდა მიმართოთ მას

რა არის სახის პილინგი და როდის უნდა მიმართოთ მას

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები,  შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით – პილინგით მოაგვაროთ.პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს, რომელიც მიზნად კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას ისახავს.პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

ილინგი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კანი ხდება უფრო გლუვი და ნაზი, აქვს ერთგვაროვანი ფერი, პოსტაკნეს ლაქები, ნაწიბურები ქრება. ასევე, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს. პილინგი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება, ასევე, წვრილი ნაოჭების პროფილაქტიკისთვის, ელასტიკურობისა და კანის სიმკვრივისთვის – კოლაგენის გაძლიერებული სინთეზის ხარჯზე, და რა თქმა უნდა, პილინგი გვეხმარება ხასიათისა და თვითშეფასების ამაღლებაში.

პილინგის პროცედურის დაგეგმვა უმჯობესია შემოდგომით. მცხუნვარე მზის პერიოდში პილინგის გაკეთება არ არის სასურველი. პილინგის სეზონებია შემოდგომა, ზამთარი და ადრეული გაზაფხული, როდესაც მზე აქტიური არ არის.

ზედაპირულ პილინგებს შორის ინტერვალი 10 დღიდან სამ კვირამდე განისაზღვრება, უმჯობესია თუ კურსის სახით, სეზონზე პილინგის 6-8 პროცედურა ჩატარდება, ანუ როდესაც კანის რეგენერაცია მთავრდება და კანი მზად არის, შემდეგ კეთდება მეორე პილინგი. რაც შეეხება, შუალედურ პილინგს, შუალედური პილინგი საშუალოდ 2 თვეში ერთხელ კეთდება და სეზონზე ორი ან სამი პროცედურა ესწრება.

ასევე, შესაძლებელია პილინგის მეზოთერაპიასთან და ინექციასთან შეთავსება, შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე მონაცვლეობით, ასევე ერთ პროცედურაში მოქცევა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიგმენტური ლაქების მკურნალობა ხდება – ერთდროულად შესაძლებელია პილინგის და ინექციის გაკეთება.

პილინგს აქვს იუვენილური ჯგუფი, როდესაც აკნესა და პოსტაკნეს მკურნალობა ხდება 18 წლიდან, ასევე აქვს საშუალო ჯგუფი „ანტიეიჯისთვის“ – 27-35 წელი და მესამე – უფროსი ჯგუფი, რომელიც 36 წლის ზევით გულისხმობს.

წყარო: https://kvira.ge/

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE