შავი წერტილები – ეს არის დაბინძურებული გახსნილი ფორები, რომლებიც კანის ცხიმისგან, მკვდარი უჯრედებისა და ბაქტერიებისგან შედგება. როცა ჰაერი კანის ცხიმს ერწყმის, შედეგად შავ ფერს იღებს.ხშირად შავი წერტილები ცხვირზე ჩნდება, Т-ზონასა და ლოყებზე. იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში ხდება, როდესაც შავი წერტილები მთელ სახეზეა განლაგებული.
რამდენიმე მეთოდი თუ როგორ უნდა მოიშოროთ შავი წერტილები:
დაიბანეთ
დღეში ორჯერ მაინც სახის დასაბანი საშუალებები გამოიყენეთ. ასე თავიდან აიცილებთ ჭუჭყის და სებუმის დაგროვებას. თუმცა არ გადაამეტოთ: 2-3-ჯერ დღეში გაწმენდამ შესაძლოა კანის pH ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს. დაიბანეთ დილით იმისათვის, რომ ღამით დაგროვილი სებუმი და ჭუჭყი ჩამოიბანოთ და საღამოს იმისათვის, რომ მაკიაჟი და მტვერი მოიცილოთ კანის ზედაპირიდან.
პილინგი
როგორც უკვე ირკვევა, კანზე არსებული მკვდარი უჯრედები იწვევს ფორების დახშობას. ამიტომ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად დერმის ზედა ნაწილის გაწმენდა, დაახლოებით კვირაში ერთხელ. გამოიყენეთ მსუბუქი პილინგი, ხოლო სკრაბები სხეულისთვის გამოიყენეთ. ნებისმიერი გამწმენდი საშუალება დერმას აშრობს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი დატენიანება.
დატენიანება
- ტენიანობის უკმარისობა ააქტიურებს კანის ცხიმს, რაც შავი წერტილების გაჩენას იწვევს. ასე რომ, დამატენიანებელი საცხი ყოველი გაწმენდისა და პილინგის შემდეგ დაიტანეთ სახის კანზე.
- მოერიდეთ გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს, თუკი თქვენი კანი მიდრეკილია შავი წერტილებისკენ. არ გამოიყენოთ საშუალება, რომელიც ფორებს დაგიხშობთ. სწორი ბიუთი-საშუალებები შეარჩიეთ. როგორც წესი, ფორებს ახშობს ზეთისა და სილიკონის შემცველი საშუალებები.
- გამოიყენეთ რეთინოიდები მოვლის დროს. ის ასტიმულირებს ახალი უჯრედების ზრდას, ხურავს ფორებს და ებრძვის შავ წერტილებს.
წყარო: https://marao.ge/article/
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები