შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესირა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა, როდესაც გენეტიკური ფაქტორი ხელს არ...

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა, როდესაც გენეტიკური ფაქტორი ხელს არ უწყობს

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა, როდესაც გენეტიკური ფაქტორი ხელს არ უწყობს

​საუბრობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

რა თქმა უნდა, ანალიზებში უნდა შემოწმდეს ყველაფერი. მაგრამ ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. ამ მიდამოში ძალიან ბევრი ძვალია. თუ ჩვენ გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში. არსებობს რამდენიმენაირი ტესტი…“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  თუ გაციების შემდეგ ხველა დიდხანს მიგყვებათ - რჩევები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები