კლასიკური ანტიცელულიტური მასაჟი წარმოადგენს ცელულიტისგან გათავისუფლებისა და სხეულის კორექციის საუკეთესო საშუალებას, რადგან ის ხელს უწყობს კანში ლიპოიდური ბორცვაკების გაქრობას ქირურგიული და აპარატული მეთოდების გამოყენების გარეშე.ანტიცელულიტური მასაჟი პრობლემურ ზონებზე კეთდება და ინიშნება სპეციალისტის მიერ 8-15 პროცედურა პრობლემიდან გამომდინარე.
ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად:
- უმჯობესდება მიკროცირკულაცია, რაც, დროთა განმავლობაში, უზრუნველყოფს პრობლემურ ზონებში ცელულიტის დარბილებას და შემდგომ მის შემცირებას
- გამომდინარე იქედან, რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი, ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას, გათხევადებული ცხიმის, შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას პრობლემური ზონებიდან.
ანტიცელულიტური მასაჟი ასევე კეთდება თაფლითაც.ნატურალური თაფლის სამკურნალო თვისებები, მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება უზრუნველყოფს თაფლის ანტიცელულიტური პროცედურების ეფექტურობას. ამ პროდუქტით ჩატარებული თერაპია მიმართულია პრობლემურ ზონებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერების სტიმულაციისკენ.
ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა და ცხიმოვანი უჯრედების ლიზისი (დაშლა). თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებები კი პრობლემურ ზონებში არსებულ თავისუფალრადიკალურ პროცესებს აღკვეთავს და აუმჯობესებს ამ ზონებიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის პროცესს.
წყარო: http://belnatur.ge/