სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე

რეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე

რეი ბრედბერი გვირჩევს ,,საკმარისია, კარგად დაიძინოთ, ან ათი წუთის განმავლობაში იტიროთ, ან მიირთვათ უზარმაზარი შოკოლადის ნაყინი, ან თუნდაც ეს ყველაფერი ერთად გააკეთოთ –

უკეთეს წამალს ვერ მოიფიქრებთ” – რეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე

ამერიკელი მწერლი, რეი ბრედბერი, მისი  ნაწარმოებები კლასიკადაა აღიარებული და მთელ მსოფლიოში კვლავ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი წიგნები ყოველთვის ძლიერ ემოციებს იწვევს, დაგვაფიქრებს სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და სიკვდილზე. ბრედბერი 1920 წლის 22 აგვისტოს ამერიკაში, პატარა ქალაქში, ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. მას ჰქონდა ოცნება, რომ საკუთარი სათქმელი მკითხველისათვის გაეზიარებინა. ამიტომაც, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ხელი არ ჩაიქნია და საკუთარი ოცნებისკენ სვლა განაგრძო. რეი ბრედბერი 1922 წელს მარგერიტ მაკკლურზე დაქორწინდა. როგორც თავად ამბობს, მეგიმ, მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. თუმცა, სამწუხაროდ, 1947 წელს მეუღლე დაკარგა. მათ ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. თავად მწერალი კი 2012 წელს გარდაიცვალა. თუმცა, დღემდე მისი ფრაზები, სიბრძნე უამრავი ადამიანისათვის შთამაგონებელია. გავიხსენებთ, რას ფიქრობდა რეი ბრედბერი საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ:

რეი ბრედბერი ამბობს : რა არის სამყარო? ეს დიდი თეატრია. თეატრს კი მაყურებელი სჭირდება. ჩვენ ვართ საზოგადოება. სიცოცხლე დედამიწაზე შეიქმნა იმისთვის, რომ სპექტაკლის ხილვა და სიამოვნების მიღება შევძლოთ. ამიტომ ვართ აქ. და თუ არ მოგწონთ სპექტაკლი, ჯანდაბა, შეცვალეთ!

თუ ადამიანი დღე და ღამე სიკვდილზე იფიქრებს, ვუდი ალენი გახდება. – ამბობს რეი ბრედბერი.

მთვარეზე უახლოეს წლებში დავბრუნდებით. მარსზეც წავალთ და იქ მომდევნო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში დავსახლდებით. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ალფა კენტავრისკენ გავფრინდებით.

რეი ბრედბერი გვასწავლის რომ როცა მე და მეგი (ცოლი) 60 წლის წინ დავქორწინდით, ფული არ გვქონდა. ჩემს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 8 დოლარი იყო. პირველი ორი წელი ტელეფონიც კი არ გვქონდა. ვიქირავეთ პატარა ბინა ვენეციაში, ბენზინგასამართ სადგურთან. ჩემი პირველი ტელეფონი კედელზე ეკიდა. ადამიანებს ეგონა, რომ სახლში მირეკავდნენ. ტელეფონიც კი არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მანქანაზე. მაგრამ იცით რა გვქონდა? სიყვარული.

READ  „ფაქტია სახეზე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია მუშაობს… „ხაჭაპური შეიბრაწა“ – გიორგი ფხაკაძე

კარგ ქორწინებაში ადამიანები ყოველთვის ზრდიან და ასწავლიან ერთმანეთს. თქვენ ერთმანეთს ცხოვრების მეცნიერებას ასწავლით. ყოველდღე ერთმანეთზე შეხებით, ერთსა და იმავე ბალიშზე წოლით, თქვენ, თუნდაც უნებლიედ, ერთმანეთზე გავლენას ახდენთ.

გონებით ვერ დაწერ – წერილში უნდა იყო, საბეჭდ მანქანაში იცხოვრო.

რეი ბრედბერი ამბობს – ნუ ეცდებით, თვალყური ადევნოთ ყველა ფილმს, რომლებიც თავისი ბანალურობით უცებ გაპოპულარულდება. ახლახან დევიდ ლინის “ლოურენს არაბი” ვნახე. სულს გავცემდი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ რეჟისორისთვის სცენარი დამეწერა.

კარგი კინორეჟისორი მწერალი უნდა იყოს.

უფრო ფართოდ გაახილეთ თვალები, იცხოვრეთ ისე, თითქოს 10 წამში სიკვდილი გელით. შეეცადეთ, დაინახოთ სამყარო. ეს უფრო ლამაზია, ვიდრე ქარხანაში შექმნილი და ფულით ნაყიდი ოცნება. ნუ ითხოვთ გარანტიებს, ნუ ეძებთ მშვიდობას – ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს.

საკმარისია, კარგად დაიძინოთ, ან ათი წუთის განმავლობაში იტიროთ, ან მიირთვათ უზარმაზარი შოკოლადის ნაყინი, ან თუნდაც ეს ყველაფერი ერთად გააკეთოთ – უკეთეს წამალს ვერ მოიფიქრებთ. ამბობს  რეი ბრედბერი

მუდმივად რაღაცაზე შეყვარებული უნდა იყოთ. ჩემ შემთხვევაში, ეს წიგნები, მწერლობაა.

რეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე | შენი სილამაზე

თუ რამე არ მოგწონს, არ გააკეთო. პირიქითაც, თუ გიყვარს, შეგიძლია, ყველაფერს გაუმკლავდე.

ჰოლივუდის მიღებებზე დავდივარ და ცნობილ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ვხვდები. სახლში დაბრუნებისთანავე ჩემს მუცელს ვეკითხები: “როგორ იყო?” და ზოგჯერ მუცელი მპასუხობს: “აჰჰ”. და თუ ასეა, იქ ფეხს აღარ დავადგამ. ჩემმა მუცელმა იცის, ვუყურებ მატყუარას, ქურდს თუ სულელს.

სიკვდილზე არ ვფიქრობ, რადგან ყოველთვის აქ ვიქნები. ეს ყუთი, ჩემი ფილმებით, და თაროები, ჩემი წიგნებით, მარწმუნებს, რომ ასეულობით წელი დამრჩა.

#drpkhakadze #pitskhelauri

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები