რიჩარდ გირი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს
75 წლის რიჩარდ გირი ცოტა ხნის წინ მეუღლესთან და 24 წლის ვაჟთან ერთად ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდა და მედიისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო.
რამდენიმე დღის წინ გამორჩეულმა მსახიობმა, 75 წლის იუბილე აღნიშნა. მისმა მეუღლემ კი ეს თარიღი ემოციური სიტყვებით აღნიშნა.
41 წლის ესპანელმა პუბლიცისტმა, ალეხანდრა სილვამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო. ერთად ყოფნის საოცარი 11 წლის შემდეგ, ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც პირველი შეხვედრის დროს. ჩვენი ოჯახი და მოგონებები იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე მიოცნებია. შენ ჩემს ცხოვრებას აუმჯობესებ. მადლიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ხარ. ერთად კიდევ მრავალი წელი სიყვარული, სიცილი და სიხარული გვექნება.” – დაწერა ალეხანდრამ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები