როგორ დავიცვათ კანი ცივ ზამთარში

0
230
#image_title

ზამთარი კანისთვის რთული დროა. დაბალმა ტემპერატურამ, ქარმა და ტენიანობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე,

ამიტომ, ამდროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის მოვლას, რათა მისი ჯანმრთელობა და სილამაზე შენარჩუნდეს.დღეს უკვე არა მარტო ქალები,არამედ მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კანის მოვლას. გავრცელებული ფაქტია, რომ ზამთარში კანი უფრო მეტად შრება და სჭირდება შესაბამისი პროდუქტები და რუტინა. და მაინც, რა ტიპის რუტინა გვჭირდება ამისთვის?

ზამთარში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ როგორ დამატენიანებელ კრემს იყენებ, ამ დროს რეკომენდირებულია უფრო ინტენსიური დამატენიანებელი, რომელიც სწრაფად არ აშრობს კანს და დიდი ხნის განმავლობაში არბილებს და ატენიანებს სახეს. სიცივეში სახის კანი შეიძლება აიქერცლოს, რაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა, ასეთ კანზე მაკიაჟიც ცუდად გამოიყურება და ამიტომ უმჯობესია კარგი ხარისხის კრემი გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ტუჩსაც ასეთი მიდგომა სჭირდება. ამასთან, დამატენიანებლის შემცველობაში სასარგებლოა ჰიალურონის მჟავა, პანტენოლი, გლიცერინი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მზე იშვიათი შეიძლება იყოს, მაინ მსიზგან დამცავი აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, მზის სხივები სახის კანზე ნაოჭების გამრავლებას უწყობს ხელს და მალე აბერებს სახის კანს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა მაღალ პროცენტიანი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

ზამთრის ცივ დღეებში კარგი იქნება თუ სკრაბებსაც დავიხმართ სახეზე, რომ ზედმეტი ჭუჭყი და არასასურველი ნაწილაკები სახეზე აღარ იყოს. რეკომენდირებულულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

მნიშვნელოვანია, რომ ზამთარში კანის მოვლას თანახლდეს საკმარისი ჰიდრატაცია და სწორი კვება, რაცდაეხმარება კანს, რომ გაუძლოს ცივი სეზონისგამოწვევებს.

ავტორი ანა გენებაშვილი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ