კვირა, მარტი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვებრძოლოთ ცელულიტს

როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც რამდენიმე სტადიადვლინდება.ცხიმების სინთეზი კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარეობს ადიპოციტებისცხიმოვანი ქსოვილის უჯრედების  საშუალებით. ისინი ცხიმის მარაგს ინახავენ და საჭიროებისშემთხვევაში უჯრედებს ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ენერგიით ამარაგებენ.

რა უწყობს ხელს ცელულიტის ჩამოყალბიბებასა და განვითარებას?

* გენეტიკა – არამდგრადი შემაერთებელი ქსოვილისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობითია, ამიტომთუ დედას ცელულიტი შეამჩნიეთ, ადრეული ახალგაზრდობიდანვე დაიწყეთ მოქმედება მისწინააღმდეგ;

* სქესი – ქალის შემაერთებელი ქსოვილი კაცისაზე სუსტია, აქვს არათანაბარი სტრუქტურა, მისიბოჭკოები პარალელურადაა განლაგებული, რაც მის ელასტიკურობასა და მოქნილობასგანაპირობებს. ეს, ერთი მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, მეორე მხრივ კიხელსაყრელი პირობაა ცელულიტის განვითარებისთვის. ცხიმის მარაგი, რომელიც ქალებსგანსაზღვრულ ადგილებზე განსაკუთრებით ჭარბად უგროვდებათ, დედისა და ნაყოფისსიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია, თუმცა მის დაგროვებას საბოლოოდ ცელულიტამდემივყავართ.

* ჭარბი წონა – რაც მეტ ცხიმს აგროვებენ ცხომოვანი უჯრედები, მით უფრო მძლავრად იჭრებიანშემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს შორის და ცელულიტიც, შესაბამისად, უფრო მეტად არისგამოხატული, ამიტომ არასწორმა კვებამ, ფასტფუდის სიჭარბემ და მცენარეული საკვების სიმცირემ,შესაძლოა ცელულიტი გაამწვაოს.

* უმოძრაობა – ცელულიტის განვითარების ძირითად მიზეზად შეიძლება სწორედ უმოძრაობამივიჩნიოთ. ის აფერხებს სისხლის მიმოქცევას და დროთა განმავლობაში კუნთოვან ქსოვილსცხიმოვანი ენაცვლება.

* ნიკოტინი – ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებას, რაც თავისთავად ცელულიტისგანვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

* სტრესი – უახლესი კვლევები მოწმობს, რომ სტრესის ჰორმონები ადრენალინი დანორადრენალინი აფერხებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის დაგროვებას.

* ჰორმონული დარღვევა ან ჰორმონული ფონის შეცვლა, მაგალითად, ორსულობის დროს აძლიერებსცელულიტს.

როგორ ებრძვიან ცელულიტს

  1. გარეგანი მოქმედების პრეპარატებით – გელებით, კრემებით, ეთერზეთებით, წყალმცენარეებით, ექსტრაქტებით;

  1. მექანიკური ზემოქმედების მეთოდებით. ესენია:

ლიმფოდრენაჟი – ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება დენის იმპულსური წყაროს საშუალებით;

მიოსტიმულაცია – კუნთების ქსოვილის გამაგრება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაცვალებადი ელექტროიმპულსების საშუალებით;

ელექტროლიპოლიზი – ადიპოციტების ცხიმოვან წერტილებზე დენის პირდაპირი ლიპოლიზურიზემოქმედებით, რაც იწვევს ცხიმის დაშლას;

ულტრაბგერითი თერაპია – ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. ამგზით ხდება არაპირდაპირი ლიპოლიზი, აღდგება კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე;

READ  როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2025 წლისთვის

ფონოფორეზი – ულტრაბგერის ზემოქმედებით ირღვევა ფიბროზული კარკასი, რომელიც გარსერტყმის ცელულიტურ უჯრედებს;

ვაკუუმმასაჟი – ხელს უწყობს შეშუპების ლოკალურ შემცირებას და მეტაბოლური პროცესებისდაჩქარებას;

თერმოთერაპია და კრიოთერაპია – სითბოსა და სიცივის ზემოქმედება ხელს უწყობსმიკროცირკულაციის გაუმჯობესებას და კანის ტურგორისა და ელასტიკურობის ამაღლებას;

ენდერმოლოგიური მკურნალობა – ლიპომასაჟის აპარატით (მექანიკური წრიული მასაჟი, ვიბრაციადა ვაკუუმური ასპირაცია) ხდება ფიბრობლასტებზე ზემოქმედება და აქტიურდება კოლაგენისა დაელასტინის სინთეზი;

ანტიცელულიტური მეზოთერაპია – სპეციალური კოქტეილი, რომელიც კანის ზედაპირულ შრეშიშეჰყავთ, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, მეტაბოლიზმის გააქტიურებას;

ჰიდროთერაპია-ჰიდრომასაჟი – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ქსოვილებისსისხლით მომარაგებას.

წყარო: https://www.aversi.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა იმალება „დუბაის შოკოლადის“ შიგნით?

რა იმალება „დუბაის შოკოლადის“ შიგნით?

მარტი 29, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები