ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ სახის გამაჯანსაღებელი ნიღაბი- ბანანით, შოკოლადითა და ჯანჯაფილით

როგორ მოვამზადოთ სახის გამაჯანსაღებელი ნიღაბი- ბანანით, შოკოლადითა და ჯანჯაფილით

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბანანი, ჯანჯაფილი და შოკოლადი შეიძლება იყოს შესანიშნავი ჩანაცვლება პროფესიონალური სალონის პროცედურებისთვის და ამავდროულად უფრო იაფი ღირს. 

შოკოლადის ნიღაბი 

შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს ბზინვარებას ანიჭებს, ყველასათვის საყვარელი პროდუქტი კი სიხარულის ჰორმონს – სეროტონინს შეიცავს. ამიტომ შოკოლადის ნიღაბი არა მხოლოდ გალამაზებთ, არამედ გაგახარებთ.

დგჭირდებათ: 1/2 ჭიქა კაკაოს ფხვნილი; 3 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა; 4 სუფრის კოვზი კრემი; 1/4 ჭიქა თაფლი.

როგორ მოამზადოთ:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი; წაისვით მცირე ფენა სახეზე; გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი; ჩამოიბანეთ.

როგორ მოვამზადოთ სახის გამაჯანსაღებელი ნიღაბი- ბანანით, შოკოლადითა და ჯანჯაფილით | შენი სილამაზე

 

ჯანჯაფილის და ყავის ნიღაბი

ჯანჯაფილის და ყავის ნიღაბი კოფეინის შემცველობის გამო ამცირებს ანთებას და შეშუპებას, ხოლო კურკუმაში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს ბზინვარებას მისცემს.

დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი ხსნადი ან დაფქული ყავა; 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი; 1 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი.

როგორ მოამზადოთ:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი; წაისვით მთელ სახეზე, მათ შორის თვალების ქვეშ; დატოვეთ 20 წუთი; გაიმშრალეთ თბილი ნესტიანი პირსახოცით.

ბანანის ნიღაბი

ბანანი შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, ამიტომ ბანანის სახის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა კანის დასატენიანებლად. დაგჭირდებათ:

დაგჭირდებათ: რამდენიმე ცალი მწიფე ბანანი; 1 სუფრის კოვზი სქელი იოგურტი; 1/2 სუფრის კოვზი ახალი ლიმონის წვენი.

როგორ მოამზადოთ:

მწიფე ბანანი გახეხეთ კოვზით; ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ; გაიწმინდეთ სახე თბილი წყლით; წაისვით კანზე და ნაზად შეიზილეთ კანი 2-3 წუთის განმავლობაში; გაიჩერეთ ნიღაბი 25-30 წუთის განმავლობაში; გაიმშრალეთ თბილი ნესტიანი პირსახოცით.

#drpkhakadze

#pitakhelauri

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ფხაკაძე: "ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი, ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა... კოცნაც კი გადადეთ...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები