პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

ცხიმიანი კანი თავისებურ, განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან სწორედ ასეთი ტიპის კანზე ჩნდება გამონაყარი, ფერიმჭამელები, შავი წერტილები.ეს იმიტომ ხდება, რომ სახეზე ცხიმოვანი ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობენ და ბევრ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამაში ჰორმონული სისტემაა “დამნაშავე”, კერძოდ, მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი, სწორედ ის ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, იცოდით თუ არა რომ ცხიმიანი კანი უფრო მეტხანს რჩება ახალგაზრდა, შესაბამისად, ნაოჭებიც გვიან ვითარდება.მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ვებ-გვერდს აქ: https://mkurnali.ge/

 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ უნდა მოვუაროთ სწორად ცხიმიან კანს:

 

  • ცხიმიანი სახის კანის მოვლა გულისხმობს არა გაუცხიმიანებლობას, არამედ სისტემურ წმენდას (გაღიზიანების გარეშე).

 

  • ცხიმიანი კანის დროს აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა: კვება უნდა იყოს რეგულარული, 4-ჯერადი, რეკომენდებულია სუნელების, ცხიმის, სპირტიანი სასმელების შეზღუდვა, რადგან მათ ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურების უნარი აქვთ. კვების რაციონში უხვად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ჭვავის პური, რძის პროდუქტები, ხილის წვენი, მოხარშული ხორცი (ახალგაზრდა საქონლის ან ფრინველის), თევზი. გაზაფხული-ზამთრის პერიოდში საჭიროა ვიტამინების მიღება.

 

  • არ არის რეკომენდებული თვეზე მეტხანს ერთი და იმავე კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, ეს განსაკუთრებით ეხება ძლიერმოქმედ პრეპარატებს;

 

  • ცხიმიანი კანის გაუცხიმოვნების დროს უნდა ერიდოთ კანის გამოშრობას. ამიტომ კანის მოვლა უნდა აწარმოოთ კონკრეტული მომენტისათვის მისი მდგომარეობის შესაბამისად.

 

  • ცხიმიანი უბნების (ცხვირის კიდეები, ცხვირის ფუძე, ნიკაპი) გაწმენდის შემდეგ პერიოდულად გამოიყენეთ სპირტის შემცველი ლოსიონი ან ტონიკი.

 

  • ცხიმიანი კანის დროს სახის დაბანა შეიძლება კვირაში ერთხელ ცხელი წყლით (36-38 გრადუსი), დღეგამოშვებით – ცივი წყლით, დანარჩენ დღეებში კი ოთახის ტემპერატურის წყლით (18-20 გრადუსი), თან კოსმეტიკური საპნის ქაფის გამოყენებაა საჭირო. ცხელი წყლით დაბანის შემდეგ საღამო ხანს სახეზე უნდა შეისხათ ცივი წყალი.

 

  • ხშირად ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია კანის აქერცვლა, ამიტომ კანის გაწმენდის დროს პერიოდულად აუცილებელია მჟავე პროდუქტების გამოეყენება. ისინი კარგად წმენდენ კანს და ამცირებენ მის გაღიზიანებას.
READ  როგორ აჯანსაღებს თმას ბოტოქს-კერატინი და რა პროცედურების გაკეთება გჭირდებათ გაზაფხულზე

 

  • ღამით კანის ნებისმიერი ფორმით გაწმენდის შემდეგ წაისვით რძემჟავა შრატი, გაიჩერეთ 3-5 წუთი, გაშრების შემდეგ წაისვით კრემი.

 

  • რეკომენდებულია ცილის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვაგვარი ნიღაბიც. არ დაივიწყოთ მარილიანი წყლით დაბანა და სახის გასაწმენდად მარილის პროცედურები, ასევე დაღერღილი ბურღულეულით კანის წმენდა.

 

  • ცხიმიანი კანი უნდა იკვებოს ნებისმიერი სხვა ტიპის კანის მსგავსად. მცდარია მოსაზრება, რომ ცხიმიანი კანი საერთოდ არ საჭიროებს მკვებავ და ვიტამინიზებულ კრემებს.

 

  • ფორების შევიწროების მიზნით უმჯობესია ნატურალური მჟავების გამოყენება (ლიმონის, შტოშის, მჟავე კომბოსტოს, გრეიპფრუტის წვენი).

 

  • ფორებიანი, ფერიმჭამელებისადმი მიდრეკილი კანის დროს კარგ ეფექტს იძლევა დიდგულას ნაყენი.

 

  • ცხიმიანი კანისთვის არ შეიძლება მასაჟი და თვითმასაჟი ცხიმიანი კრემებით. ამ მიზნით გამოგადგებათ ტალკი ან სუფთა მცენარეული ზეთი.

 

  • ცხიმიანი კანის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია მჟავე და მცენარეული ლოსიონები (ბალახების ნაყენისა და ნახარშის სახით), რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო კანის გაწმენდას, არამედ აუმჯობესებენ მის ფუნქციას და კარგ იერს აძლევენ.

 

წყარო:https://mkurnali.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები