კონტაქტური ლინზების გასასუფთავებლად, სადეზინფექციოდ და შესანახად სპეციალური ხსნარი გამოიყენება.
ლინზების ამოღებამდე კარგად დაიბანეთ და შეიმშრალეთ ხელები. ლინზები სათითაოდ ამოიღეთ, დაიდეთ ხელისგულზე, დაასხით ხსნარი, ფაქიზად, მაგრამ გულდასმით გარეცხეთ თითით და სპეციალურ საცავში, სუფთა ხსნარში ჩადთხელი, გამჭვირვალე, მოქნილი კონტაქტური ლინზები რქოვანას წინ ისმება. სწორად გამოყენების შემთხვევაში ისინი სათვალის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივაა. კონტაქტური ლინზები ბევრს უადვილებს ცხვრებას, მაგრამ განსაკუთრებით მოხერხებულია მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს სიცივეში, სადაც სათვალის ლინზები ადვილად იორთქლება.
კონტაქტური ლინზების შერჩევისას სამი მთავარი რამ უნდა იცოდეთ: რბილია ისინი თუ მყარი, რამდენ ხანს შეგიძლიათ ატაროთ და რამდენი ხნის შემდეგ უნდა გამოცვალოთ.
რბილი კონტაქტური ლინზები უფრო კომფორტული და ადვილად შესაგუებელია, მყარს კი უფრო მკაფიო მხედველობის უზრუნველყოფა შეუძლია, თუმცა უფრო ძნელი მოსავლელია.
ყოველდღიურად სატარებელი ლინზები ღამით უნდა ამოიღოთ და დეზინფექცია ჩაუტაროთ. ასეთი ლინზებით დაძინებამ შესაძლოა თვალის სერიოზული ინფექცია გამოიწვიოს. ხანგრძლივი გამოყენებისთვის განკუთვნილი ლინზების ტარება კი 30 დღისა და ღამის განმავლობაში შეიძლება, თუმცა ისინიც ზრდიან თვალის ინფექციის რისკს.
ერთჯერადი კონტაქტური ლინზები ერთი დღე უნდა ატაროთ, ღამით კი გადაყაროთ. მრავალჯერ გამოსაყენებელ ლინზებს ყოველ ღამე, ძილის წინ, ამოიღებთ, სადეზინფექციო სითხით გაასუფთავებთ და სპეციალურ კონტეინერში, ამავე სითხეში მოათავსებთ (თუ საკმარისად ჰაერგამტარია, დროდადრო შეიძლება მათი ღამით დატოვებაც. მაგალითად, მაშინ, თუ ღამის სხვაგან გათევა მოგიხდათ და სითხე და კონტეინერი თან არ გაქვთ. ამის თაობაზე დაწვრილებით ინსტრუქციას ექიმი მოგცემთ). ვადის ამოწურვის შემდეგ ასეთი ლინზები უნდა გამოცვალოთ (ვადა ინსტრუქციაშია მითითებული).
არსებობს სხვა ტიპის კონტაქტური ლინზებიც, მაგალითად:
* მულტიფოკალური, რომლებიც აკორექტირებს როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე მხედველობას;
* ჰიბრიდული, რომლებსაც აქვს მყარი ცენტრი და რბილი გარეთა რგოლი. ასეთი ლინზები განსაკუთრებით მოხერხებულია რქოვანას არასტანდარტული ფორმის (მაგალითად, კერატოკონუსის) დროს;
* ორთოკერატოლოგიური, რომლებიც დროებით ცვლის რქოვანას ფორმას. ისინი ძილის წინ უნდა გაიკეთოთ და დილით ამოიღოთ. ამის შემდეგ მთელი დღე მკაფიოდ დაინახავთ სათვალისა თუ ლინზის გარეშე;
* სკლერული – ასეთი ლინზები მყარია და რქოვანას ნაცვლად სკლერაზე ჯდება. ლინზასა და რქოვანას შორის სივრცეში შესაძლოა იყოს სითხე, რომელიც დაზიანებული რქოვანას სამკურნალოდ გამოიყენება;
* დეკორატიული – მათ თვალის ფერის შესაცვლელად იყენებენ. ზოგჯერ ამ ტიპის კონტაქტური ლინზები რეფრაქციული კორექციის ფუნქციასაც ითავსებს.
ეთ. ეცადეთ, მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის განკუთვნილი ლინზები კონტეინერის მუდამ ერთსა და იმავე ნაწილში შეინახოთ.
წყარო: https://www.aversi.ge/
მასალის გამოყენების პირობები