ტუჩსაცხი მაკიაჟის დასრულებაში დიდ როლს თამაშობს, ის გამოკვეთს თქვენს ტუჩებს და რაც მთავარია, სწორად შერჩეული ტუჩსაცხი კანის ფერისა და მაკიაჟის სტილიდან გამომდინარე, დაგეხმარებათ ეფექტის შესაძენად.გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ტუჩსაცხი თქვენი კანის ფერის მიხედვით.
თუ გაქვთ ცივი კანის ფერი, თუ მოლურჯო ან მეწამული ვენები გაქვთ და კანის ტონალობა ვარდისფერთან უფრო ახლოს არის, მოგიხდებათ დამტვერილი ვარდისფერი, ფუქსია, ალუბლის და ქლიავის ტონები.
თუ მუქი მომწვანო ვენები და ნეიტრალური კანის ფერი გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ წითელ-ნარინჯისფერ, ნაზ ვარდისფერ, მარჯნის ან ატმის ტონებს.
თუ თბილი კანის ფერი, მოლურჯო-მომწვანო ვენები გაქვთ და კანს დაკრავს მოყვითალო ელფერი, ასეთი კანის მფლობელს მოუხდება წვნიანი კენკრის, წითელი და ტერაკოტის ტონები.
წყარო: https://ge.oriflame.com/